თითოეული ჩვენგანი განსხვავებული ადამიანია. განსხვავებული ემოციებით, იმედებით, სურვილებით, უარყოფითი და დადებითი თვისებებით, მაგრამ როდესაც ჩვენი ჰოროსკოპის ნიშნები ერთია, დიდი შანსია, ჩვენი პიროვნების ესა თუ ის ასპექტი ერთმანეთისას ემთხვეოდეს.

 

ვერძი

დაფეხმძიმებისთანავე, ვერძი ენერგიის მოზღვავებას გრძნობს. არანაირად არ ანელებს ცხოვრების ტემპს. პირიქით, უფრო აქტიური ხდება და მაქსიმალურად იტვირთება საქმით. ხშრად იგნორირებას უკეთებს ექიმებისა და ახლობლების რჩევებს. ძალის აღდგენას კი სპორტის - ცურვისა და სპეციალური ვარჯიშების მეშვეობით ახერხებს.

მნიშნელოვანია, რომ ორსულმა ვერძმა ფრთხილად იაროს და არ იმოქმედოს წინდაუხედავად. რადგან წინდაუხედავობის გამო, ხშირია სხეულის დაზიანებები, დაჭიმულობა, დამწვრობა.

სასარგებლო იქნება უსაფრთხო ტრანსპორტით მოგზაურობა და ბევრი სეირნობა. ადგილის ხშირი გამოცვლა ახალი შთაბეჭდილებებით და ენერგიით აავსებს მომავალ დედას.

 

 

კურო

მომავალი დედა კურო საკმაოდ პასუხისმგებლობით ეკიდება ორსულობას. პირველ რიგში, ცდილობს დასვენებისა და კვების საკითხი მოაგვაროს, რეჟიმში ჩაჯდეს.

კუროებს ხშირად აწუხებს ტოქსიკოზი. უსიამოვნო შეგრძნებებისგან თავის დასაღწევად გირჩევთ განსაკუთრებული დიზაინით მორთოთ ხოლმე ნებისმიერი კერძი და დაარწმუნოთ თქვენი თავი რომ უგემრიელეს და არაგამაღიზიანებელ საკვებს იღებთ, რომელიც აუცილებლად შეგერგებათ.

მომავალ ბავშვს და კურო დედას მზრუნველი მამის სითბო სჭირდება. თქვენი პარტნიორი ხშირად უნდა გეფერებოდეთ და ეკონტაქტებოდეს დღითიდღე მზარდ მუცელს .

 

 

ტყუპები

არსებობს აქტიური და პასიური ტყუპები. ის მომავალი დედები, რომლებიც პასიურ ცხოვრებას ეწევიან რთულად ეგუებიან ორსულობას, რადგან მათი უმოძრაობა და დუნე რიტმი იწვევს წონაში მატებას, ნივთიერებათაცვლის დარღვევას და ხშირ გაციებას.

ორსულმა ტყუპებმა ბევრი უნდა იმოძრაოს, ისეირნოს და იგრძნოს რომ თავისუფალია.

კარგი იქნება თუ ხშირად შეხვდებით მეგობრებს და დაისვენებთ თბილ ადგილებში.

 

 

კირჩხიბი

ორსულმა კირჩხიბმა პირველივე დღეებიდან იცის, რომ მომავალ ბავშვს ბევრი დრო უნდა დაუთმოს. ეთამაშოს, ესაუბროს, ასწავლოს და რეგულარულად გაასინჯოს ექიმს.

ყოველთვის მზად არის ლამაზი სამოსი შეუკეროს ან მოუქსოვოს პატარას. ხელსაქმის დროს, ის მთელი არსებით ისვენებს. განტვირთვაში ეხმარება მსუბუქი ლიტერატურის კითხვაც.

კვებას ორსული კირჩხიბის ყოველდღიურობაშ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ამიტომ მის მაცივარში ყოველთვის მრავალფეროვანი საკვები უნდა იყოს.

 

 

ლომი

მომავალი დედა ლომი სერიოზულად ფიქრობს თავის პატარაზე. ოცნებობს როგორ გაზრდის, აბანავებს, მოუვლის, რომელ სკოლაში წაიყვანს და როგორ სამოსს ჩააცმევს შვილს.

მისთვის კარგია ხშირად განმარტოება და მშვიდ გარემოში ყოფნა.

როდესაც ლომი კაპრიზული ორსულია, ეს იმას ნიშნავს, რომ თავს დაღლილობას და სიყვარულის ნაკლებობას განიცდის. მისთვის აუცილებელია ხშირი კონტაქტი საყვარელ ადამიანთან, მაღაზიებში სიარული და რესტორნებში საღამოების გატარება, სადაც გემრიელი საკვები ეგულება.

 

 

ქალწული

ხშირად, ქალწულის ბავშვის ჩასახვაზე დაყოლიება ძალიან რთულია, რადგან ის ყოველთვის დარდობს სამსახურის შენარჩუნებასა და საკუთარ ჯანმრთელობაზე. თუმცა, დაორსულებისთანავე ახალ ცხოვრებას იწყებს. აგროვებს უამრავ ლიტერატურას და კითხულობს ბავშის შენარჩუნების, მშობიარობის და ორსულობის შემდგომ ფორმაში ჩადგომის შესახებ წიგნებს.

ექიმებთან ურთიერთობაში დამყოლია და არასოდეს გადადის დადებულ პირობას. პარტნიორს, როგორც წესი, პირველივე კვირებში კი აგებინებს, რომ ინტიმური ურთიერთობა დაახლოებით ერთი წელი აღარ ექნებათ...

იმისთვის რომ განიტვირთოთ და არაფერზე ინერვიულოთ სახლის საქმეს უნდა მოწყდეთ. თქვენთვის კარგია რეჟიმში ყოფნა, ფსიქოანალიზი და ვარჯიში.

 

 

სასწორი

როგორც წესი, ორსული სასწორი ექიმებზე ადრე ხვდება და ყოველთვის კარგად იცის როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში. ეხერხება ყველაფრის უკანა პლანზე გადატანა და მთავარზე ორიენტირის აღება.

ზოგჯერ შეიძლება ორსული სასწორი სქელკანიანად მოგეჩვენოთ იმდენად არ აქცევს ყურადღებას სულელურ დეტალებს, მაგრამ ეს ყველაფერი ისევ მისი და პატარას სასიკეთოდ ხდება.

სასწორს უჭირს ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე ცხოვრება. ამიტომ, ორსულობაში რაც შეიძლება მეტ მეგობარს უნდა ეკონტაქტოს.

 

 

მორიელი

როგორც წესი, მორიელის ბავშვი ყოველთვის წინასწარ დაგეგმილი და სასურველია, რადგან მას შვილის გაჩენა სასიყვარულო ურთიერთობის ბუნებრივ გაგრძელებად მიაჩნია.

ორსულობის პერიოდი მორიელს აქტიური აქვს, რის გამოც შეიძება გადაიღალოს. ამიტომ მისთვის აუცილებელია გარემოს გამოცვლა, მოგზაურობა, ახალი შთაბეჭდილებები, იოგა, ხელსაქმე და მოწესრიგებული, მშვიდი ძილი.

 

 

მშვილდოსანი

ორსული მშვილდოსანი თავს სამყაროს ცენტრად გრძნობს. ის არის ყურადღებისა და ზრუნვის მთავარი ობიექტი. ის სიამოვნებით ფიქრობს წარსულზე და აღტაცებით გეგმავს მომავალს, აწმყოზე დაფიქრებისთვის კი დრო არასოდეს რჩება.

არის საკმაოდ დატვირთული, რის გამოც ხშირად, ჭამის და გამოძინების საშუალებაც კი არ აქვს. ამიტომ მისმა პარტნიორმა დიდი როლი უნდა შეასრულოს და დაეხმაროს საყვარელ ადამიანს დროის დაგეგმვაში, კარგი ექიმის შერჩევაში, სწორ კვებასა და მშვიდ ძილში.

ნაკლებად აქტიურ პერიოდში ორსული მშვილდოსანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინფორმაციის მიღებით და საყვარელ მეგობრებთან ურთიერთობით.

 

 

თხის რქა

ორსული თხის რქა გონიერების მაგალითია. ის კარგად აცნობიერებს, რომ ორსულობა საპასუხისმგებლო პერიოდია მის ბედში.

შეიძლება, დრო და დრო მელანქოლიამ შემოუტიოს, მაგრამ ამისდამიუხედავად, ის ყოველთვის ახერხებს საღამოს გასეირნებას, განმარტოებას და ფიქრს სასიამოვნო რამეებზე.

ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად თხის რქისთვის კარგია ცხოველებთან ურთიერთობა, გამოფენებსა და თეატრებში სიარული, მედიტაცია...

 

 

მერწყული

თავიდან, ორსულობამ მერწყულში შეიძლება გაორება გამოიწვიოს. ერთის მხრივ ის აღფრთოვანდება იმით, რომ მალე საყვარელი პატარა ეყოლება, მეორეს მხრივ კი პირადი თავისუფლების დაკარგვა და კარიერაში შესვენების აუცილებლობა შეაშინებს.

ორსულმა მერწყულმა აუცილებლად ღიად უნდა გამოხატოს თავისი გრძნობები და ემოციები. კარგად იკვებოს, გამოიძინოს და არ გამოტოვოს ვიზიტები ექიმთან.

მნიშნელოვანია ასევე კარგი მეგობრების ყოლა და ისეთი ადგილის ქონა სადაც განმარტოებას მოახერხებს ხოლმე.

 

 

თევზები

ქალი თევზები აანალიზებს თავის, როგორც ქალის მისიას მისცეს ცხოვრება სხვა ადამიანს. ფორიაქობს და ნერვიულობს. როგორც წესი, გარკვეული დრო სჭირდება იმაშ დასარწმუნებლად, რომ ამ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას მოახერხებს.

მელანქოლიისა და მოწყენილობისგან თავის დასაღწევად აუცილებლად უნდა იკონტაქტოს ბუნებასთან. უკეთესია ზღვაზე სახლის აღება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორსულმა თევზებმა ბევრი გაიღიმოს, რადგან ღიმილი და სიცილი დადებითი ემოციური მუხტით ავსებს მას და მის პატარას.