არასრულფასოვნების კომპლექსი პირველად შემოგვთავაზა ალფრედ ადლერმა 1920წელს. ის თვლიდა, რომ არასრულფასოვნების განცდა ყალიბდება ბავშვობიდან.

 

სიტყვა კომპლექსი, რომელსაც ვხმარობთ არასრულფასოვნებასთან და უპირატესობასთან მიმართებით, უპირველეს ყოვლისა ასახავს არასრულფასოვნების გადაჭარბებულ გრძნობას და უპირატესობისაკენ მისწრაფებას. უპირატესობისაკენ მისწრაფება არასდროს არ ქრება და ფაქტიურად ის აყალიბებს ადამიანის გონებას და ფსიქიკას. ცხოვრება მიზნის ან ფორმის მიღწევაა, უპირატესობისაკენ მისწრაფება კი ფორმის მისაღწევად მამოძრავებელი ძალაა.

 

ადამიანის ცხოვრებაში თითოეული სიმპტომი დინამკაში ვლინდბა, ამიტომ შეიძლება ითქვას რომ მას წარსული და მომავალი გააჩნია. მომავალი დაკავშირებულია ჩვენს მისწრაფებებთან და მიზნებთან, იმ დროს როცა წარსული მიუთითებს იმ არასრულფასოვნების ან არაადეკვატურობის ხასიათზე, რომლის დაძლევასაც ვცდილობთ. აქედან გამომდინარე არასრულფასოვნების კომპლექსი უფრო დასაწყისში გვაინტერესებს, უპირატესობის კომპლექსი კი მის დინამიკაში და განვითარებაში. ეს ორი კომპლექსი ერთმანეთთან ბუნებრივადაა დაკავშირებული. არასრულფასოვნების კომპლექსის განხილვისას შეიძლება აღმოვაჩინოთ მეტ-ნაკლებად ფარული სახით არსებული უპირატესობის კომპლექსი და მეორეს მხრივ უპირატესობის კომპლექსის დინამიკაში კვლევისას ყოველთვის სახეზეა მეტ-ნაკლებად ფარული არასრულფასოვნების კომპლექსი.

 

უპირატესობის კომპლექსის მქონე ადამიანები გრძნობენ უპირატესობას სხვა ადამიანებთან შედარებით და უგულებელყოფენ სხვებს. ისინი ხშირად განიცდიან გრანდიოზულობის გრძნობას. როგორც წესი ინარჩუნებენ განცდას, რომ ისინი არიან უკეთესები ან უფრო საჭირონი ვიდრე სხვები, ამ ფსიქოლოგიურ დარღვევას ასევე ხშირად მოიხსენიებენ როგორც ნარციციზმს ან როგორც განდიდების მანიას. უპირატესობის კომპლექსიან ადამიასნ ახასიათებს ქედმაღლობა, ემპათიის ნაკლებობა, ტრაბახის ტენდენცია. ხშირად აქვთ სირთულეები ურთიერთობების შენარჩუნების. ისინი ხშრად ისე გამოხატავენ რეაქციას, რომ აღიქმება სხვების მხრიდან როგორც შეურაწყოფა. უპირატესობის კომპლექსის მქონე ინდივიდები ურთიერთობენ მათთან ვინც აღფრთოვანებულია მისით, ხოლო სხვებს აბუჩად იგდებს და იზიზღებს. მათ ხშირად აქვთ იმის პრეტენზია, რომ ბევრ საკითხში ექსპერტები არიან, თუმცა რეალურად ესე არ არის.

 

უპირატესობის კომპლექსს ძრითადად საფუძვლად უდევს არასრულფასოვნების კომპლექსი. ადამიანები გრძნობენ თავს უმნიშვნელოდ, შეუფერებლად ან არასაკმარისად და ცდილობენ მოახდინონ კომპენსაცია მოჩვენებითი უპირატესობით და ეგოიზმით. სხვა შესაძლებლობები მოიცავს ემოციურ ძალადობას, გადაჭარბებულ კრიტიკას ან მშბლების ბოროტად გამოყენებას.

 

ესეთი ტიპის ადამიანები ხშრად წყვეტენ ურთიერთობას ნაცნობებთან და არ ინტერესდებიან რას ფიქრობენ სხვები. ისინი ცდილობენ დისკუსიის დროს მხოლოდ სკუთარი თავის გარშემო ილაპარაკონ. მათ სჯერათ, რომ წესები მათზე არ მოქმედებს და ხშირად აიგნორებენ ავტორიტეტებს. ასევე მანიპულირებენ სხვების გძნობებით.

 

არსებობენ ბავშვები, რომლებმაც ქურდობა დაიწყეს თავიანთი უპირატესობის გრძნობის დასაკმაყოფილებლად. მათ ჰგონიათ, რომ სხვების მოტყუებით, გასულელებით ადვილად გამდიდრდებიან და დაუსჯელად დარჩებიან. იგივე გრძნობა მკვეთრადაა გამოხატული დამნაშავეებში, რომლებიც თავს გმირებადაც კი თვლიან.

 

მნიშვნელოვანია განვასხვაოთ უპირატესობის კომპლექსი და ჯანსაღი გძნობა „თვით-ღირებულების“. მათ ვისაც აქვთ მაღალი თავდაჯერებულობის მაჩვენებელი შეიძლება არასწორად შეფასდეს როგორც ნარცისი ან უპირატესობის კომპლექსის მქონე. მათ ვისაც სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების ჩვეულებრივ არ უგულებელყოფენ სხვებს. შეიძლება ჰქონდეთ პრეტენცია ექსპერტობაზე ან მაღალკკვალიფიციურობაზე გარკვეულ სფეროში, მაგრამ მათ კარგად ესმით რომ ისნი არ არიან სხვებზე ზემდგომი.

 

არასრულფასოვნების კომპლექსი არის „თვით-ღირებულების“ ნაკლებობა, ეჭვი და დაურწმუნებლობა. განცდა იმისა, რომ საზოგადოების, სოციუმის სტანდარტს არ ეკუთვნი. ეს ხშრად ქვეცნობიერად ხდება. ეს არის ქვეცნობიერი განცდა არაადეკვატურობისა, რომელიც შეიძლება სხვადასხვა გზით გახდეს თვალნათელი. მსგავსი ტიპის ადამიანებს სჯერათ, რომ ისინი არ არიან ისეთი ღირებული ან უნარ-ჩვევის მქონენი როგორც მისი თანატოლები. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დისტრესი. ამ ფსიქოლოგიური დარღვევის მკუნალობა შესაძლებელია ფსიქოთერაპიით, სადაც ხდება კომპლექსების შესვეის ძიება, შესწავლა, რათ დაეხმაროს პაციენტს პროცესის წინსვლაში.

 

არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე ადამიანებს სურთ რომ შეამჩნიონ და აღიარონ, როგორც პიროვნება. მაგრამ ამავე დროს აქვთ დამცირების შიში. უმეტესობას აქვს წარსულშ დამცირების გამოცდილება, ამიტომ მათი ფიქრი მთლიანად მოცულია იმით, რომ მასხრად არ აიგდონ თანატოლებმა. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ ამ ყველაფრისგან თავის ასარიდებლად ქმნიან ბარიერს საზოგადოებაში. ზოგიერთი მათგანი მორცხვი ხდება, ზოგი აგრესიული. ასევე გამოსავალს დომინანტობაშიც ხედავენ.

 

არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე ინდივიდები ვერ ნახულობენ საკუთარ თავში საკმარის ძალას, რომ სხვეს რაიმე სასარგებლოშ შეეჯიბრონ ან ზოგადად რაიმე საქმეშ აჯობონ. ამიტომ ისინი ხშრად აგრძელებენ უსარგებლო საქმეების კეთებას. მათი საზოგადოებასთან ურთიერთობა არაა ჰარმონიული, არ არიან სოციალურად ადაპტირებულები და არ იციან როგორ გადაჭრან სოციალური პრობლემები.

 

არასრულფასოვნების გრძნობა ყველა ადამიანს გააჩნია. ის არ წარმოადგენს ფსიქიკურ აშლილობას, პირიქით ასტიმულირებს ნორმალურ მისწრაფებებს და ჯანსაღ განვითარებას. ეს გრძნობა პათოლოგიური მხოლოდ მაშნ ხდება, როცა ადამიანში იმარჯვებს არაადეკვატურობის გრძნობა და ეს ამუხრუჭებს მის სასარგებლო აქტიურობას, მას დეპრესიულს ხდის და განვითარების უნარს აკარგვინებს. ასეთ შემთხვევაში უპირატესობის კომპლექსი შეიძლება გახდეს სირთულეებისათვის თავის არიდების ერთ-ერთი მეთოდი.

 

არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე ადამიანი საკუთრ თავს იმაზე უკეთესად გვიჩვენებს, ვიდრე სინამდვილეშ არის და ეს ყალბი წარმატება აკომპენსირებს მისთვის აუტანლად გამხდარ არასრულფასოვნების გრძნობას.