ვებგვერდი ,,Japan Trend Shop,, უცნაურ კოსმეტიკურ საშუალებებს ყიდის . ისინი მომხმარებლებს ურჩევენ სპეციალური სატუჩე შეიძინონ და სამი წუთის განმავლობაში პირის მოძრაობები აკეთონ ისე, რომ ხმოვანი ბგერები გამოსცენ, ნათქვამია ინსტრუქციაში. ეს კანს დაჭიმვაში დაეხმარება და ნაოჭებს გააქრობს.
ასევე ხელმისაწვდომია მოწყობილობა, რომელიც ცხვირს ასწორებს და ნიღაბი, რომელიც ისე მოქმედებს, როგორც ბიუსჰალტერი და სახეზე ღიმილის ხაზებს აქრობს.