იმ პირთა მიმართ, ვისაც სქესის შეცვლა სურთ სახელმწიფო პოლიტიკა დიდ ბრიტანეთში მნიშვნელოვნად შეიცვლება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ნებას დართავს 9 წლის ასაკიდან ბავშვებზე შესაბამისი სამედიცინო პრეპარატები გაიცეს.

 


9 წლის ბავშვები უფასო მედიკამენტებს მიიღებენ, რომლებიც მომწიფების პერიოდს აფერხებს. წამლები იმ ბავშვებზე გაიცემა, რომლებიც გენდერული იდენტობის დარღვევის წინაშე აღმოჩნდნენ. დაბადებიდან თვლიან, რომ სხვის სხეულში დაიბანდნენ და სრულწლოვანობისთანავე სქესის შეცვლის ოპერაციაზე ოცნებობენ.

 


საუბარია ჰიპოთალამური ბლოკატორების ჯგუფის მედიკამენტებზე, რომლებიც ბავშვების სასქესო ორგანოების ფორმირებას აფერხებს. ეს მედიკამენტები მამაკაცისა და ქალის ჰორმონების - ტესტესტერონისა და ესტროგენის გამოყოფას აფერხებს. ისინი ბიჭებში სახეზე თმის წარმოქმნასა და ხმის დაბოხებას, ხოლო გოგონებში მენსტრუალური ციკლისა და მკერდის ზრდას აფერხებს.

 


ჰორმონალურ თერაპიას ის ბავშვები მიიღებენ, რომლებიც მთელ რიგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. უნდა არსებობდეს ორივე მშობლის უპირობო თანხმობა, ასევე ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური პრობლემები. კრიტიკოსები მსგავს პრაქტიკას ,,ამაზრზენს’’ უწოდებენ, რადგან 9 წლის ბავშვებს მსგავსი ნაბიჯების შედეგების გაცნობიერების უნარი არ აქვთ.