სახელმწიფო პოლიტიკა იმ პირების მიმართ, რომლებსაც სქესის შეცვლა უნდათ, სერიოზულად იცვლება. დიდ ბრიტანეთში მთავრობა სულ მალე მიიღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ნებადართული იქნება საჭორო სამედიცინო პრეპარატების გაცემა ბავშვებისთვის 9 წლის ასაკიდან. 9 წლის ბავშვები, რომლებიც მოისურვებენ სქესის შეცვლას, უფასოდ მიიღებენ წამლებს სამედიცინო დაზღვევის ფონდისგან.

 

ლაპარაკია ჰიპოტალამიური ბლოკატორების ჯგუფის პრეპარატებზე, რომლებიც გამოიყენება ბავშვის სასქესო ორგანოების ფორმირების შესანელებლად. წამლებს დაურიგებენ იმ ბავშვებს, რომლებიც დაბადებიდან გრძნობენ, რომ სხვა სხეულში დაიბადნენ, გენდერული იდენტობა აქვთ დარღვეული და ოცნებობენ სქესის შეცვლის ოპერაციაზე.

 

თუმცა რამდენად მართებულია ამგვარი ნაბიჯი ასე პატარა ასაკში, როდესაც ბავშვს შეიძლება, უბრალოდ ფსიქოლოგიური ან ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს და გარდატეხის პერიოდში სულაც შეეცვალოს აზრები, ეს უკვე სხვა საკითხია. ამიტომაც არის, რომ კანონს უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს და რაც მთავარია, სულ უფრო საგანგაშო ხდება ამგვარი ინიციატივები, გლობალური მასშტაბით.