ელისაბედ II და მისი მეუღლე ედინბურგელი ჰერცოგი ფილიპი გუშინ სერიალ ,,სამე ფო კარის თამაშების’’ გადასაღებ მოედანს ეწვივნენ.
სამეფო ოჯახის წარმომადგენელთა ვიზიტი ჩრდილოეთ ირლანდიაში ელისაბედ მეორის მოგზაურობის ფარგლებში მოხდა.
დედოფალმა მოინახულა ღირსშესანიშნაობები და სერიალის გადამღები ჯგუფისგან საჩუქრად მიიღო მინიატურული რკინის ტახტი. ამასათან, ელისაბედმა უარი განაცხადა, ნამდვილ სამეფო ტახტზე დაჯდომაზე.
გადასაღებ მოედანზე ვიზიტის ფარგლებში დედოფალი სერიალის გმირებსაც შეხვდა და გაესაუბრა.