ბრიტანულ პრესას თუ დავუჯერებთ, პრინცმა ჩარლზმა და კამილა პარკერ-ბოულზმა განქორწინების პროცესი დაიწყეს.


გამოცემა Globe-ის ინფორმაციით, კამილამ ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრესთან განქორწინება გადაწყვიტა და მისგან 350 მილიონი დოლარს მოითხოვს.


აღნიშნულ თანხას, ის სამეფო ოჯახის საიდუმლოებების გახმაურებისგან თავის შეკავებისთვის მოითხოვს.
ტაბლოიდს ანონიმური წყაროს სიტყვებიც მოჰყავს:


,,კამილა უბრძოლველად არ წავა. ის ყოველთვის ელოდა გვირგვინს ან კარგ კომპენსაციას, ამიტომ უბრალოდ ისე არ წავა. ის ჩარზლის გვერდითაა უკვე 3 ათეულ წელზე მეტია, ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ მას ბევრი კომპრომატი ექნება."

 

ტაბლოიდები ასევე წერენ, რომ განქორწინებას მხარს უჭერს ელისაბედ მეორე, თუმცა კამილასთვის რაიმე თანხის გაცემაზე უარს ამბობს.

 

პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერ-ბოულზი 2005 წელს დაქორწინდნენ.