ამერიკული კოლეჯის ბიბლიოთეკის საცავებში აღმოჩენილია ბროშურა სახელწოდებით - ,,შემთხვევა გოგონად დაბადებულ ბიჭზე’’, რომელშიც XVIII საუკუნეში სქესის შეცვლის პირველ ოპერაციას ეხება.

 

ბროშურის ავტორი ქირირგი ტომას ბრენდი აღწერს თუ როგორ ჩაატარა სქესი შეცვლის ოპერაცია.
1787 წლისთ დათარიღებულ დოკუმენტში წერია, თუ როგორ მიიყვანეს ქირურგთან მშობლებმა 7 წლის შვილი.

 

როგორც ექიმი წერს, ბავშვის სასქესო ორგანოზე დაკვირვებისას აღმოაჩინა, რომ ის, რაც თავდაპირველად საშოს ბაგეები ეგონა, მამაკაცის სასქესო ორგანო ყოფილა.

 

ქირურგი ირწმუნება, რომ ოპერაციის მიმდინარეობისას მან შეძლო ,,პენისის გამოთავისუფლება.’’

 

ოპერაციიდან მალევე ბავშვმა, რომლის სახელიც არ არის აღნიშნული დოკუმენტში, დაიწყო ,,ფეხზე დამდგარმა შარდვა და შარვლის ტარება.’’

 

როგორც ექიმი წერს, ქირურგიულიული ჩარევის შედეგად ბავშვს დაუბრუნდა მისი ,,სწორი’’ სქესი.

 

ბროშურაში საილუსტრაციო მასალაც არის მოყვანილი, რომლითაც პაციენტის ანატომიაა ასახული.