ჯენიფერ ლოპესი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა დაშორდა მოცეკვავე კასპერ სმარტს, ამჟამად თავისუფალია და ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს.


,,ყოველთვის ვიღაცასთან ერთად ვიყავი. როდესაც ერთი ურთიერთობა მთავრდებოდა, მეორე იწყებოდა. არ მრცხვენია იმ გზის, რომელიც გავიარე და იმ გაკვეთილების, რომლებიც ცხოვრებამ მომიტანა. მე ის ვარ, ვინც ვარ, უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი. ახლა მომწონს მარტო ყოფნა, საკუთარი თავის სიყვარულის დრო მაქვს, ეს კი დიდი ხანია არ ყოფილა. ახალი ურთიერთობები ჩემთვის ჯერჯერობით პრიოროტეტი არ არის. მომწონს მარტო ყოფნა ან დროის ბავშვებთან ერთად გატარება’’, - ამბობს 45 წლის ჯეი ლო გამოცემა Mirror-თან საუბარში.


ცნობისათვის, ჯენიფერ ლოპესის პირველი ქმარი ოფიციანტი ოხანი ნოა იყო, მეორე - მოცეკვავე კრის ჯადი. მომღერალ მარკ ენტონიზე კი, ის 2004 წელს დაქორწინდა. 2008 წლის თებერვალში მარკსა და ჯენიფერს ტყუპები მაქსი და ემი შეეძინათ. 2011 წლის ივლისში წყვილმა განქორწინების შესახებ განაცხადა. უკვე ოქტომბერში კი ცნობილი გახდა, რომ ლოპესს მოცეკვავე კასპერ სმარტთან ჰქონდა რომანი.


ჯენიფერს ასევე ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა რეპერ პი დიდისთან და მსახიობ ბენ აფლეკთან.