დედოფალი ელისაბედ მეორე და მისი მეუღლე პრინც ფილიპი იმედგაცრუებულები დატოვა მათმა საყვარელმა მზარეულმა. ადამ სტილი არაერთი წელი ემსახურებოდა სამეფო ოჯახს, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს კი, მზარეული დათვრა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბუკინგემის სასახლეში პირდაპირ წვეულების დროს მოაწყო ჩხუბი.

 


მას უთანხმოება მოუვიდა მეგობართან და კოლეგასთან ჯეიმს ტომპსონთან. ყველაფრის მიზეზი კი, ზედმეტი ალკოჰოლი იყო. ნასვამმა სტილმა კოლეგა გალანძღა, შემდეგ კი, ცხვირი და წარბები გაუტეხა.
ჩხუბის გამო, 28 წლის მამაკაცი სასამართლოში აღმოჩნდა.

 


პროცესზე მან საკუთარ საქციელს სისულელე უწოდა, რომლის გამოც მეგობარი დაკარგა.

 


სტილს სასჯელის სახით ფულადი სანქცია და 80 საათიანი საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულება დაეკისრა.