ბრიტანელი ალექსის მელონი 35 წლისაა. ის ქმარს გაცილებულია და, როგორც თვითონ ამბობს, სექსუალური პარტნიორის არყოლის კომპენსირებას მაღალი ხარისხის, 3D ფორმატის ვიდეოს ყურებით ახდენდა. მისი მტკიცებით, უკვე წელიწასნახევარზე მეტია, სექსი არ ჰქონია, მაგრამ ექიმებმა მას... ორსულობა დაუდგინეს.
„მთელი გრძნობით ვუყურებდი ვიდეოს და თითქოს იქ ვიყავი კიდეც, მაგრამ ეს ხომ მაინც არ იყო რეალობა? რაღაც სამედიცინო სასწაული გადამხდა თავს“, - მხრებს იჩეჩავს მამაკაცს მონატრებული მელონი.

 

მხრების აჩეჩვით პასუხობენ დასმულ კითხვებს დაბნეული ექიმებიც. მათ ნაწილს სულაც არ მიაჩნია გულწრფელად მელონის განცხადება იმის შესახებ, რომ ქალი წელიწადნახევარია, მამაკაცთან არ ყოფილა. „ასეთი სასწაულები არ ხდება, სისულელეა“, - აცხადებს ექიმთა ნაწილი.

 

სხვათა შორის, პირველად არ ხდება, როცა დაორსულების მიზეზად ქალები 3D პორნოფილმებს ასახელებენ. 2011 წლის თებერვალში თეთრკანიან ამერიკელ ქალს შავკანიანი შვილი შეეძინა და განაცხადა, რომ ბავშვი 3D პორნოს ყურების დროს ჩაისახა. იმ დროს მისი მეუღლე ერაყში მსახურობდა, მაგრამ როგორ გგონიათ, „რომ გაიგო, რა სთქვა ქმარმა?“ - ის ექიმებს მოეთათბირა და ცოლის ღალატში ეჭვიც არ შეუტანია. ამჟამად ეს ოჯახი აშშ-ში აბსოლუტურად მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობს.

 

ქართული ზეპისიტყვიერების მაგალითებში არ არის 3D ფორმატის ვიდეოორსულობის შედეგი, მაგრამ ერთი ძველი, საინტერესო ანეკდოტი კი მოგვეპოვება: ჯარში წასული მიხო სახლში დაბრუნდა და მარო ორსულად დახვდა. გადაირია კაცი, ეგ რანაირადო და, მარომაც დაამუნათა - აგერ არ ჰკიდია შენი სურათიო? მიხო ცოტათი მოლბა, მაგრამ სურათს კარგად დააკვირდა და წამოიძახა - შენ ვის ატყუებ, მაგ სურათზე მე წელსზემოთ ვარ გადაღებულიო...