პენსილვანიის შტატის პოლიციამ 16 წლის მოზარდი მკვლელობის მუხლით დააპატიმრა. მოზარდის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც ბიჭმა საკუთარ მეგობარს გადაუგზავნა, სელფი, სადაც იგი გარდაცვლილის ფონზე პოზირებდა.

 

 

ბიჭი მეგობარს იმასაც წერდა, რომ თანაკლასელი მისი მოკლული იყო, ხოლო შემდეგ სთხოვდა ეს მიმოწერა წაეშალა. მკვლელის მეგობარმა მიმოწერა დედას აჩვენა, რომელიც სასწრაფოდ პოლიციას დაუკავშირდა.

 

 

პოლიციელმა, რომელმაც მოზარდი დააკავა ამბობს, რომ მის პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მკვლელი მსხვერპლის ფონზე სურათებს იღებს.