25 წლის ემილი ლეტსმა აბორტის გაკეთების პროცესი ფირზე აღბეჭდა და ვიდეო იუთუბზე-ზე განათავსა.

 

 

"მინდოდა მეჩვენებინა, რომ ეს არ არის საშიში პროცედურა. ვიცოდი, რომ მზად არ ვიყავი, ბავშვისთვის მომევლო. ამიტომ არ ვგრძნობ თავს ცუდ ადამიანად.

 

 

ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი, სწორი იყო - ეს ჩემთვის იყო სწორი და არა სხვისთვის, არ ვარ მკვლელი", - ამბობს ემილი, რომელიც პროცედურის ჩატარების მომენტში ორსულობის პირველ ტრიმესტრში იყო.

 

 

იუთუბზე-ზე განთავსებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი ქალს მხარდაჭერას უცხადებს, ნაწილი კი მას "მკვლელს" უწოდებს.

 

 

ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ში ყოველწლიურად 1,3 მილიონი აბორტი ტარდება. აღრიცხული ქალების უმრავლესობა 20-24 წლის ასაკისაა.