ასეთი ამბის წაკითხვა მკითხველისთვის ძალიან რთულია, განსაკუთრებით 32 წლის დიანას გაგება, რომელსაც საკუთარი დის ყოფილი ქმარი შეუყვარდა, მაგრამ ცხოვრებაში თურმე ყველაფერი ხდება.

- ალბათ, ადამიანს ვერ მოძებნით, რომელიც ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ გამამართლებს. მათ ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი, მაგრამ თურმე ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ერთი და მყავს, ლელა ჩემზე ექვსი წლით უფროსია. დაახლოებით ხუთი წლის ვიყავი, საცხოვრებლად თბილისის ცენტრში რომ გადავედით. მამა დამეღუპა და დედამ გარეუბანში ბინა გაყიდა, ასევე - მამას წილი ბიზნესიდან და საცხოვრებელი შევიცვალეთ. ამბობდა, მიჭირს ამ კედლებში და უბანში ცხოვრება, ყველაფერი გელას მაგონებსო. გიგი ახალ სახლში გადმოსვლის დღეს გავი-ცანი. 13 წლის ბიჭი იყო და ბარგის ატანაში დახმარება შემოგვთავაზა. ჩვენი მეზობელი აღმოჩნდა, ორი სართულით მაღლა ცხოვრობდა. იმ დღიდან ბიჭი ჩვენი სახლის ხშირი სტუმარი გახდა. თურმე ჩემი 11 წლის დაიკო შეუყვარდა და განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ჩვენ მიმართ.

 

ვრცლად იხილეთ ბმულზე