მსახიობების ცხოვრება ადვილი ნამდვილი არაა. საყვარელ საკვებზე ხშირად უარის თქმა უწევთ, იმისთვის რომ ფორმაში იყვნენ. "ჩემი ცოლის დაქალები" წლებია, ძალიან პოპულარული სერიალია. ანი ტყებუჩავამ ბავშვის რეალურ ცხოვრებაში გაჩენა ისე მოახერხა, რომ სერიალში თამაში არ მიუტოვებია და არც ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა გასჭირვებია.

 

- ანი, ამჯერად დიეტას იცავ?
- რაიმე განსაკუთრებულ დიეტას ამ ეტაპზე არ ვიცავ. უბრალოდ ვცდილობ, ნაკლები ნახშირწყლები მივიღო და რვა საათის მერე არ ვჭამო. ზოგადად ვცდილობ, ორგანიზმი დიეტებით ძალიან არ დავსტრესო.

 

- ვარჯიშისთვის დრო გრჩება?
- ამ თვეში არ მივარჯიშია, მაგრამ ხშირად დავდივარ აუზზე, როცა დრო მაქვს, იოგას მივმართავ, რაც ძალიან მამშვიდებს.

 

- მშობიარობის მერე ფორმაში ჩადგომა გაგიჭირდა?
- არა, რადგან ბევრი არ მქონდა მომატებული. თან სამი კილოს დაკლება პრობლემა არაა. ზედმეტ კილოგრამებს ადვილად ვემშვიდობები. არ მიყვარს ხორცეული. თან რომ ვიმშობიარე, ზაფხული მოვიდა მალე. ზაფხულობით კი ბევრ ბოსტნეულს და ხილს ვჭამ და თავისთავად ვიკლებ წონაში.

 

იხილეთ ვრცლად.