მსახიობი თინი გალდავა აგვისტოს ცხელ დღეებს მეგობრების გარემოცვაში რომელიმე ზღვისპირა ქალაქში გაატარებს. უყვარს ზღვა, მზე და კურორტზე ყოფნისას ყველაზე დიდ სიამოვნებას ნამზეურის მიღება, შოპინგი ანიჭებს.

 

 

- ზაფხულის დადგომასთან ერთად, ზღვის ნოსტალგია მეწყება და ერთი სული მაქვს ხოლმე, რომელიმე ზღვისპირა ქალაქს ვესტუმრო. წელს მეგობრებთან ერთად ვაპირებ დასასვენებლად წასვლას. თუმცა, სად წავალთ, ამაზე ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით. სურვილი გვაქვს, ისეთ ადგილას დავისვენოთ, სადაც ხალხმრავლობა არ იქნება. "პენსიონერული" დასვენების მოწყობა გვინდა (იცინის). მგონი, საბოლოოდ გონიოზე გავაკეთებთ არჩევანს. გვითხრეს, რომ იქ ძალიან კარგი დასასვენებელი ადგილებია, მე კი გონიოში არასდროს ვყოფილვარ.

 

 

- ზღვისპირეთში წასვლას რამდენი დღით გეგმავ?
- ჩემი პროფესიის ადამიანებს არა მგონია, რაიმე დალაგებული და დაგეგმილი ჰქონდეთ. არავინ იცის, საქმე როდის გამოგვიჩნდება. ზოგს მთელი ზაფხულის თბილისში გატარებაც კი უწევს, რადგან გადაღებები აქვთ... თუმცა, არ ვწუწუნებ, აგვისტოში ყოველთვის ვახერხებ ზღვაზე წასვლას და განტვირთვას, დასვენებას.

 

 

- რატომ გადაწყვიტე, რომ ამჯერად "პენსიონერული" დასვენება მოიწყო?
- არ ვიცი, ასეთი სურვილი გამიჩნდა და მორჩა. ალბათ, მთლიანად გარუჯვაზე ვიქნები ორიენტირებული. სხვათა შორის, მეგობრებთან ერთად დასვენებაზე უკეთესი არაფერია. ერთად ყოველთვის კარგ დროს ვატარებთ და შემდეგ მთელი წელი მშვენიერი მოგონებები გვაქვს ხოლმე.

 

 

ვრცლად იხილეთ ბმულზე