ამასწინად, YouTube-ს გმირები ჩვეულებრივი ოჯახის წევრები გახდნენ. ნუ, თუმცა არც თუ ისე ჩვეულებრივი, არამედ, მრავალშვილიანი, სადაც 6 ძმანი არიან და სულ ახლახანს, პატარა დაიკო შეეძინათ. მშობლებმა, გადაწყვიტეს ბიჭების რეაქცია გადაეღოთ, როდესაც გოგონას პირველად იხილავდნენ. მათი რეაქცია, იმდენად გულწრფელი და თბილია, რომ ვიდეო გულგრილს არავის დატოვებს.

გოგონა, შერ და სტივენ ლეირების ოჯახში დაიბადა. თანაცხოვრების ბედნიერი წლების შემდეგ, როგორც იქნა მათ ქალიშვილი შეეძინათ. უფროსი ვაჟი 13 წლისაა, კემბელი - 10-ის, სოიერი -7ის, ჰიუსტონი - 5ის, შეპარდი -4ის და ყველაზე უმცროსი ნოკსი 2-ისაა.