კეიდენ კოულმანმა, რომელიც ამერიკის ქალაქ ფილადელფიაში ცხოვრობს, 10 წლის წინ სქესი შეიცვალა - ქალიდან მამაკაცზე.

 

 

წარმოიდგინეთ, რა გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, როდესაც ამდენი წლის შემდეგ ის დაორსულდა. იქიდან გამომდინარე, რომ კეიდენი მამაკაცის ჰორმონებს სვამდა, ეს თითქმის შეუძლებელი იყო.

 

 

როგორც New York Daily News იუწყება, ტრანსგენდერმა ბავშვი 2 წლის წინ გააჩინა, მაგრამ პრესასგან ამ ინფორმაციას მალავდა. 29 წლის კეიდენმა ორსულობის შესახებ 21 -ე კვირაზე შეიტყო. ეს მისთვის და მისი პარტნიორისთვის ელაიჯასთვის ნამდვილი შოკი იყო.



"არადსროს მიფიქრია იმაზე, რომ დავორსულებულიყავი. მამაკაცის ჰორმონების მიღების გამო, მეგონა ეს შეუზლებელი იყო. ეს ნამდივილი სიურპრიზი იყო",- ამბობს კეიდენი.

 

კეიდენი აღნიშნავს, რომ თავისი ვიზუალის გამო, მას გამვლელები უცნაურად უყურებდნენ. დამერწმუნებით, ორსული მამაკაცის ხილვა ნამდვილად წარმოუდგენლად ჩანს!

 

 

ექიმები თვლიან, რომ დაორსულება წამლების მიღების 6 თვიან შესვენების პერიოდში მოხდა. კეიდენი ემზადება სარძევე ჯირკვლების ამოჭრის ოპერაციისთვის, რათა მამაკაცის ჰორმონების მიღებას თავი დაანებოს.

 

 

ახლა მამაკაცი ქალიშვილს აზალიას ზრდის. ოჯახში მატების გამო, მას სამსახურიდან წამოსვლა მოუწია. ამას გარდა, ორუსლობის შემდგომი დეპრესიაც გადაიტანა. თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა და კეიდენი ამბობს, რომ აზალიას გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენელია. მაგრამ მეტი შვილის ყოლას აღარ აპირებს.

 

 

 

მოამზადა ელენე გურიელმა