ბავშვობიდან მიყვარდა თოჯინებით თამაში. როცა ვუყურებდი, დედა როგორ იხატებოდა და რას იცვამდა, ძალიან მომწონდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიდოცი, მამაკაცი ვიყავი, შინაგანად ყოველთვის ქალად ვგრძნობდი თავს. 15 წლის ასაკში ავდექი და წამოვედი სახლიდან. თავი შევაფარე ერთ-ერთ კრიზისულ ცენტრს, სადაც 18 წლამდე ვიზრდებოდი“,- ამბობს შოკა ხუციშვილი „თბილისელებთან“ საუბარში.

 

მისივე თქმით, ის ტრანსსექსუალი არ არის. საქართველოში ის ერთადერთი ტრანსსექსუალი იყო, რომელმაც სასქესო ორგანოს ოპერაცია გაიკეთა. ახლა შოკა სრულფასოვანი ქალია.

 

ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი და ცუდი მომხდარა. იყო გაუპატიურებების, შეურაცხყოფების გაუთავებელი სერიები. ჯერ კიდევ ბავშვთა სახლში ყოფნინასას, დაცვა მაშანტაჟებდა, ჩავყავდი სარდაფში და ჩემთან სექსუალრუი აქტით კავდებოდა“,- იხსენებს შოკა ხუციშვილი.

 

მისი თქმით, 14 წლის ასაკში მამაკაცმა სექსში თანხა პირველად შესთავა, თუმცა პროსტიტუციით ის არასდროს დაკავებულა.

 

ხუციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მეგობარი ალექსანდრა ჩომახიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობდა, მას გავლენიან ხალხთან დაახლოება შესთავაზა. თუმცა მან უარი უთხრა, რადგანაც იმ პერიოდში შეყვარებული ჰყავდა. მაგრამ შემდეგ უკრაინელ დაქალთან წავიდა, რომელმაც ერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი გააცნო.

 

მან გამიკეთა სქესის შეცვლის ოპერაცია , უკვე ორი თვეა სრულფასოვანი ქალი ვარ“,- დასძინა შოკამ.

 

მამაკაცის სახელის დასახელებისგან ხუციშვილი თავს იკავებს. მისი თქმით, ცხოვრება ჯერ არ მობეზრებია.

 

შოკას თქმითვე, მისი პარტნიორების 80-მა პროცენტმა არ იცის, რომ ტრანსგენდერი იყო.

 

ბევრჯერ დამიმყარებია სექსუალური კავშირი, ვერაფერს მიხვედრილან. მყოლია შეყავრებული, რომელსაც არც კი სცოდნია, სინამდვილეში მამაკაცი რომ ვიყავი“,- ამბობს ხუციშვილი.