ვერძი
ფულის გამომუშავებას ჰობით შეძლებთ. რთულ სიტუაციაში არასტანდარტულად უნდა იმოქმედოთ. კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად, სწავლისა და პარტნიორული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

 

 

კურო
არ არსებობს საქმე, რომელსაც დღეს ვერ გაუმკლავდებით. მიუბრუნდით ძველ ან დაუსრულებელ საკითხებს და მოაგვარეთ ისინი. იმ ინფორმაციას მიიღებთ, რასაც დიდხანს ელოდით. ახლობლების რჩევებს ყურადღება მიაქციეთ.

 

 

ტყუპი
პროფესიონალურ საქმიანობაში ცვლილებები გელით. იდეები და მიზნები იმედებს გაგიმართლებენ. შექებას უფროსისგანაც დაიმსახურებთ.

 

 

კირჩხიბი
საჭირო ინფორმაციას მიიღებთ, რაც მომავალში გამოგადგებათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და საჭირო ადამიანების კეთილგანწყობასაც დაიმსახურებთ.

 

 

ლომი
კარგი დღეა კარიერაში წარმატების მისაღწევად; პროფესიონალიზმის ასამაღლებლად. ზოგიერთი შეიცვლის იმიჯს; აიმაღლებს სოციალურ სტატუსს.

 

 

ქალწული
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად და თვითრეალიზებისთვის. ნუ შეგეშინდებათ და გათავისუფლდით ყოველივე ძველისა და უსარგებლოსგან. დღე სასიამოვნო ამბებითაც გაგახარებთ. იუმორისა და სითამამის წყალობით წვეულების სული და გული გახდებით.

 

 

სასწორი
კარგი დღეა ჩანაფიქრის განსახორციელებლად. ნებისმიერი სირთულის დავალებას გაუმკლავდებით, მთავარია, მოინდომოთ.

 

 

მორიელი
ახალი იდეების გაგიჩნდებათ და ზოგიერთის რეალიზებასაც შეძლებთ. კომერციული პროექტები ფინანსურ მდგომრეობას გაგიუმჯობესებენ.

 

 

მშვილდოსანი
სამსახურში მეტად გამოავლინეთ ლიდერისა და ორგანიზატორის თვისებები. ახალ პროექტებს კოლეგებთან ერთად განახორციელებთ. დღეს რაც უფრო მეტ სამუშაოს შეასრულებთ, მით გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

 

 

თხის რქა
არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და არაფერი დაგეგმოთ, სიტუაციის, შესაბამისად იმოქმედეთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესთან.

 

 

მერწყული
დილიდან რომანტიკულ განწყობაზე იქნებით, საღამოს კი სასიამოვნო ნაცნობობა გელით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან. დაქორწინებულებმა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეუღლესთან.

 

 

თევზები
გამონახეთ ახალი ბიზნესპარტნიორები; დამატებითი შემოსავლის წყარო. თუ მეტად ბეჯითად იმუშავებთ, უკეთეს შედეგს მიიღებთ. საღამოს ვნებიანი პაემანი გელოდებათ