ვერძი
ახალ საქმიან პარტნიორებს, მეგობრებს გაიჩენთ. ახალი იდეები უფროსთან ერთად განიხილეთ. კოლეგებს თქვენი საუკეთესო თვისებები დაანახვეთ. საღამოს დიდი ხნის უნახავ ახლობლებს შეხვდებით.

კურო
საქმეები დილითვე მოაგვარეთ, რათა დღე შემოქმედებით საქმიანობას დაუთმოთ. საღამოს წვეულებაზე უარი არ თქვათ. დროის მხიარულად გატარება გელით. დღეს დაწყებული რომანტიკული ნაცნობობა დაუვიწყარ გრძნობაში გადაიზრდება.

ტყუპი
მოულოდნელი დამთხვევებისა და სიურპრიზების დღეა. ან საინტერესო ადამიანს გაიცნობთ უჩვეულო ადგილას, ან დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდებით. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

კირჩხიბი
კარგი დღეა მგზავრობისთვის, მოგზაურობის დასაწყებად; მეგობრული შეხვედრებისა და კულინარიული ნიჭის გამოსავლენად. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილება გელით.

ლომი
რაც უფრო მეტს იფიქრებთ წარსულზე, მით მეტ სასარგებლო საქმეს გააკეთებთ დღეს. ახლობელ ადამიანთან გულითადი საუბარი დარდს შეგიმსუბუქებთ.

ქალწული
მშვიდი წყნარი დღე გელით, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ, ახალი არაფერი დაიწყოთ. თავისუფალი დრო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. კარგი დღეა ნათესავებთან სტუმრობისთვის.

სასწორი
საქმეებს კოლეგების დახმარებით მოაგვარებთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავზე ზრუნვას, დაისვენეთ.

მორიელი
წარსულში შესრულებული სამუშაო შედეგს დღეს მოგიტანთ. ახალ საქმიან პარტნიორებს გაიჩენთ. ზოგიერთს სამსახურებრივი რომანის დაწყება ელის.

მშვილდოსანი
ერუდიციის გამოვლენის საშუალება მოგეცემათ. დღეს ნებისმიერ ადამიანთან შეძლებთ საერთო ენის გამონახვას; ურთიერთობების გაუმჯობესებას. კარგი დღეა ფულის დასაბანდებლად.

თხის რქა
წარმატებული დღე ელით სამეცნიერო, კომერციულ და შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ნიშნებს. რუტინულ საქმეებს მარტივად მოაგვარებთ და საკუთარი თვისთვისაც დაგრჩებათ დრო.

მერწყული
კარგი დღეა გარშემო მყოფებთან, ახალგაცნობილებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. აგრეთვე, გაწყვეტილი კავშირების აღდგენა. მოსალოდნელია ფულის შემოდინება.

თევზები
თქვენი საქმიანობა მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. ზოგიერთს დაწინაურება ელის. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან ურთიერთობას. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.