ვერძი
ზოგიერთის ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა გაწყვეტილი გქონდათ. თქვენზეა დამოკიდებული როგორ განვითარდება მოვლენები. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. დღეს დაწყებული რომანი დიდხანს გასტანს და დაუვიწყარი იქნება.

 

 

კურო
თანამოაზრეების ხელშეწყობით საქმეებს მარტივად მოაგვარებთ. ზოგიერთი საინტერესო შემოთავაზებას მიიღებს. დღეს ბევრ საქმეში გაგიმართლებთ.

 

 

ტყუპი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ზოგიერთს ახალი მფარველი, სპონსორი გამოუჩნდება. საღამოს კულტურულ ღონისძიებას დაესწარით, სადაც საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.

 

 

კირჩხიბი
მიზანდასახული ხართ და სასურველის მისაღწევად დღეს ყველა დაბრკოლებას გადალახავთ. უფრო მეტიც, გარშემო მყოფებსაც შეაგულიანებთ, რომ სურვილების ასასრულებლად იბრძოლონ.

 

 

ლომი
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. დღეს
საკუთარ თავში შეიძლება ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ. ზოგიერთის ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები.

 

 

ქალწული
შეიძლება ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც გინდოდათ, მაგრამ სასიხარულო მომენტები გელით. მოსალოდნელია დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა ან ნათესავების ვიზიტი.

 

 

სასწორი
არაფერი დაგეგმოთ, შეიძლება ყველაფერის შეცვლამ მოგიწიოთ. მოულოდნელი შეხვედრებისა და საოჯახო მოვალეობების დღეა.

 

 

მორიელი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, შეიძლება ვალი დაიბრუნოთ, ლატარიაში მოიგოთ და ამ ფულით სასურველი ნივთი შეიძინოთ.

 

 

მშვილდოსანი
გააზრებულად და ლოგიკურად უნდა იმოქმედოთ. ყველა კითხვას მარტივად გაეცემა პასუხი და სასურველ მიზანს მიუახლოვდებით. დღეს საინტერესო მოსაუბრეები გეყოლებათ.

 

 

თხის რქა
დაგეგმეთ მომავალი, ბიუჯეტი, განიხილეთ სამომავლო პერსპექტივები. გაანალიზეთ მიმდინარე საქმეები. ახალი იდეების განხორციელებაში აიყოლიეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები.

 

 

მერწყული
ზოგიერთს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ელის, ზოგიც საჩუქარს მიიღებს. დადებითი მოვლენებით, ემოციებით დატვირთული დღე გელით. ახალ მეგობრებს გაიჩენთ.

 

 

თევზები
ენერგიულ ხართ და ერთდროულად რამდენიმე საქმესაც მარტივად გაართმევთ თავს. საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. საღამოს მოსაწყენად არ გეცლებათ.