ამბობენ, რომ ზღაპრები რეალურ ცხოვრებასთან არავითარ კავშირში არაა, რომ ისინი ბავშვებისთვის შეთხზეს.

 

 

თუმცა ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, ნამდვილად ზღაპრულია.

 

 

ინგლისელი მუსიკოსი Tinie Tempah, ფოტოგრაფ და მომღერალ Ty Bello-სთან ერთად გადაღებებზე ნიგერიაში იმყოფებოდა. მათ სრულიად შემთხვევით გადაიღეს ფოტო, რომელიც ნამდვილ ბომბად იქცა. მათ ფოტო პურის გამყიდველ ქალს გადაუღეს.

 

 

ქალბატონი ინგლისელი სტუმრებისთვის უჩვეულო ფორმით ყიდდა პურს.

 

 

პურების დიდი შეკვრა თავზე ჰქონდა შემოდებული და ქუჩაში დადიოდა. ფოტო მართლაც სრულყოფილი აღმოჩნდა.

 

 

"ვინ არის ის?" - ამ კითხვით სურათის ავტორს უამრავმა ადამიანმა მიმართა.

 

 

"აინტერესებთ რომელი ქვეყნის მოდელია, თუმცა ის პურის გამყიდველი ნიგერიელი ქალბატონია და ამას ვერ იჯერებენ" - წერს ფოტოგრაფი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე.

 

 

ფოტოზე აღბეჭდილი ქალბატონით არაერთი ჟურნალი და სამოდელო სააგენტო დაინტერესდა. ქალს ნიგერიაში ჩააკითხეს. ის 27 წლისაა, Olajumoke Orisaguna მისი სახელი და გვარია, ჰყავს ორი შვილი

 

 

 

ვრცლად იხილეთ ბმულზე