ამერიკელი მეცნიერების გუნდმა კიბოს წინააღმდეგ ახალი, რევოლუციური მეთოდის შექმნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. „ბიბისის“ ცნობით, შედეგები მეცნიერებმა ვაშინგტონში, მეცნიერების ხელშეწყობის სამიტზე წარადგინეს.

 

 


კვლევის თანახმად, მკურნალობა გენეტიკურად მოდიფიცირებული უჯრედების (T-ლიმფოციტების) გამოყენებით ხდება, რის შედეგადაც პაციენტების თითქმის 90% სრულად გამოჯანმრთელდა. ექიმების თქმით, მათ ბოლო სტადიის სისხლის კიბო (ლეიკემია) დაუდგინეს.

 

 


როგორც კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სტენლი რიდელი აცხადებს, ახალი თერაპიით პაციენტების გადარჩენა მოხერხდა, რომლებსაც აქამდე მკურნალობის არცერთი ტრადიციურლი მეთოდი არ შველოდათ.

 

 

თუმცა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რამდენიმე პაციენტი ამ თერაპიის გამოყენების შემდეგ გარდაიცვალა, რაც დამატებითი ტესტების ჩატარების საჭიროებაზე მეტყველებს.