ბრიტანეთში ექიმების შეცდომის გამო, 22 წლის სტუდენტი დემი რაიტი გარდაიცვალა. ქალაქ კოლჩესტერის მაცხოვრებელს ორსულობა დაუდგინეს, მაშინ როდესაც გოგონა კიბოსგან კვდებოდა.

 

გოგონა კოლეჯში სწავლობდა და ვიზაჟისტად მუშაობდა. დემის მშობლების თქმით, ბავშვობაში მას ღვიძლიდან სიმსივნე ამოაჭრეს და პრაქტიკულად მთელი ცხოვრება ექიმების მეთვალყურეოლბის ქვეშ იმყოფებოდა. ერთ დღეს ექიმებმა გოგონას ორგანიზმში ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი აღმოაჩინეს - ჰორმონი, რომელიც ორსულობის დროს ჩნდება.

 

მოგვიანებით გაირკვა, რომ დემის საკვერცხეების კიბო ჭირდა: ამ დაავადების დროს იგივე ჰორმონი გამოიყოფა, რაც ორსულობისას. ზუსტად ამიტომ ექიმებს ეგონათ რომ გოგონა ფეხმძიმედ იყო.

 

„ორსულობის შესახებ ამბავმა დემი გააკვირვა. ის კონტრაცეპტივებს ღებულობდა და ორსულობის სხვა სიმპტომები არ გააჩნდა“,- აღნიშნა დემის მამამ.

 

გოგონას მამის კრისის თქმით, ექიმებში შოკში ჩავარდნენ, როდესაც გაიგეს, რომ მას კიბო სჭირდა. თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო. დაავადების აღმოჩენის შემდეგ, დემიმ სამი კვირა იცოცხლა.

 

 

 

მოამზადა ელენე გურიელმა