აშშ-ს ქალაქ გლენდეილში მცხოვრები ნატალების ოჯახი თითქოს არაფრით გამორჩეულია სხვებისგან. თუმცა მათ ხშირად უჩინარი საშიშროება ევლინებათ.

 

 

წყვილის 7 წლის შვილი ლუკი ბავშვობიდან შაქრის დიაბეტითაა დაავადებული. მშობლებს რამდენიმე საათში ერთხელ შვილისთვის სისხლში შაქრის დონის შემოწმება უწევთ. რადგანაც თუ ეს მაჩვენებელი ნორმების ფარგლებს გასცდება, ბიჭი შეიძლება დაიღუპოს!

 

 

იმის მიუხედავად, რომ მშობლები გამუდმებით აკონტროლებენ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ერთ დღეს ტრაგედიის თავიდან აცილება მათმა ძაღლმა ჯედაიმ შეძლო!

 

 

ერთ ღამეს, როდესაც მთელ ოჯახს ეძინა, ჯედაიმ იგრძნო, რომ ლუკს რაღაც სჭირდა. ძაღლი მაშინვე მშობლების ოთახში გავარდა და გააღვიძა ისინი. ჯედაი ძალიან აღელვებული იყო და ანიშნებდა წყვილს, რომ მას გაყოლოდნენ.

 

 

როდესაც დედა და მამა შვილის ოთახში შევიდნენ, დაინახეს რომ ლუკს მშვიდად ეძინა. გარეგნულად არაფერი აუწყებდა მის ცუდად ყოფნას. მაგრამ აღელვებულმა მშობლებმა მაინც გადაწყვიტეს სისხლში შაქრის დონის შემოწმება.

 

 

„როდესაც მოწყობილობაზე შაქრის დონის რაოდენობა დავინახე, კინაღამ გონება დავკარგე. ის 57-ს აჩვენებდა, როდესაც შაქრის დონე 70-ზე დაბლა არ უნდა იყოს!“,- იხსენებს დორი ნატალი.

 

 

ბიჭს ინსულინის ინექცია მაშინვე გაუკეთეს და მისი მდგომარეობა მალევე დასტაბილურდა. მაგრამ ჯედაის, მშობლები დროულად, რომ არ გაეღვიძებინა, ბავშვი ვეღარსდროს გაიღვიძებდა...

 

 

 

 

 

მოამზადა ელენე გურიელმა