დღეს მოგიყვებით, მსოფლიოში ცნობილ ადამიანზე, რომელიც ნამდვილად ვერ გახდებოდა ასეთი ცნობილი, რომ არა მისი მეორე ნახევარი, რომელიც მუდამ მას მხარში ედგა და მისი წარმატების სჯეროდა.

 

 

ეს კაცი, ერთ - ერთ კომპანიაში მუშაობდა, რომელიც ელექნტროენერგიასთან იყო დაკავშირებული. მას ძალიან მცირე შემოსავალი ჰქონდა და 10 საათის განმავლობაში სამსახურში ყოფნა უწევდა. სახლში დაბრუნებული, თავის ოთახში იკეტებოდა და ოცნების ასრულებას ცდილობდა.

 

 

მამამისი ეუბნებოდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა და ყველა გიჟად ჩათვლიდა. არავის სჯეროდა მისი წარმატებისა, გარდა ერთგული ცოლისა, რომელიც მუდამ მის გვერდით იყო. ქალს შეეძლო საათაბით სჭეროდა სანთელი, რათა ღამე ქმრისთვის გაენათებინა სამუშაო პროცესი. სიცივისგან მას კბილები უკაწკაწებდა, ხელები ეყინებოდა, რეგულარულად ცივდებოდა, მაგრამ მეუღლე წამით არ მიუტოვებია.

 

 

აი, ერთ დღესაც მათი სამუშაო ოთახიდან რაღაც ხმაური გამოვიდა. „გიჟის“ მეზობლებმა დაინახეს, რომ ის მეუღლესთან ერთად ურიკაზე იჯდა, რომელსაც ცხენი არ ჰყავდა გამობმული. ამ ადამიანს ჰენრი ფორდი ერქვა.

 

 

წლების შემდეგ ცნობილ გამომგონებელს ჰენრი ფორდს ჟურნალისტმა ჰკითხა, ვინ შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო სხვა ცხოვრებაში. ფორდმა კი უპასუხა:“ვინც კი შეიძლება. ოღონდ ჩემი ცოლი ჩემს გვერდით ყოფილიყო“.

 

 

 

 

მოამზადა ელენე გურიელმა