ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, არის იმის შესახებ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ იმაზე უკეთესი მეგობრები, ვიდრე ვართ.

 

 

სმენადაქვეითებული ბიჭი, მუჰარემი, რომელიც სტამბოლში ცხოვრობს, ერთ დღესაც მეზობლებმა გააკვირვეს. მათ ჟესტების ენით ლაპარაკი დაიწყეს.

 

 

როდესაც მუჰარემი დასთან ერთად სეირნობდა, როცა უცხო ადამიანი შეხვდა და ჟესტების ენაზე მიესალმა. როდესაც ისინი შევიდნენ საცხობში, გამყიდველმა ჟესტების ენაზე აცნობა, რომ მათ ჰქონდათ ახალგამომცხვარი ფუნთუშა.

 

 

შემდეგ გამვლელს ხილი დაუცვივდა, მუჰარემი და მისი და, უცხო ადამიანს დაეხმარნენ და გამვლელმა მადლობა ჟესტების ენაზე გადაუხადა. ასევე, ტაქსის მძღოლიც ჟესტების ენას იყენებდა.

 

 

როდესაც ისინი მივიდნენ ქალაქის სკვერში, მუჰარემის დამ, რომელმაც იცოდა სიურპრიზის შესახებ, უთხრა მას, რომ შეეხედა სარეკლამო ეკრანისთვის. მუჰარემს ეკრანიდან გოგონა ესალმებოდა და ამბობდა, რომ გაიხსნა ახალი ვიდეო ქოლ ცენტრი, რომელსაც შეეძლებოდა მუჰარემის მოსმენა. ასევე, მეზობლებიც შეძლებდნენ მუჰარემთან კომუნიკაციას თავისუფლად.

 

 

ვრცლად იხილეთ ბმულზე