ქართველი არქიტექტორი კოკა (ნიკოლოზ) გეგეჭკორი, რომელიც უკვე 21 წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს, გამათავისუფლებელი ვერდიქტი გამოუტანეს. როგორც ცნობილია, არქიტექტორი რამდენიმე თვეში თავისუფალი იქნება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კოკას და ნინო გეგეჭკორი და ასევე ამერიკაში მცხოვრები ქართველები წერენ.

 

 

ნინო გეგეჭკორი- გაათავისუფლეს, მალე ჩამოვა.

 

 

ნინო ფურცელაძე - მთელ საქართველოს გაუხარდება ვიცი და გატყობინებთ, რომ კოკა გეგეჭკორი გაათავისუფლეს!

 

 

ცნობისთვის, კოკა გეგეჭკორი ნიუ-იორკის ციხე - სინგ-სინგში 1994 წლიდან პატიმრობაშია იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. კოკას თქმით, სიყვარული გამო სასჯელს სხვის მაგივრად იხდიდა.

 

 

როგორც ცნობილია კოკა გეგეჭკორმა პატიმრობის პერიოდში ფრანგ ქალბატონზე იქორწინა და მან არქიტექტორს არა მხოლოდ მორალური, არამედ, მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარებაც გაუწია.

 

 

ვრცლად იხილეთ ბმულზე