საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ორი სიძე ჰყავს. ერთ-ერთი მისი ქალიშვილის - ანა მარგველაშვილის მეუღლე გიგი ჩიჩუაა, ხოლო მეორე პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას ქმარი მინდია გოგოჭური.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მინდია გოგოჭურს უკავშირდებოდა ორი დღის წინ პრეზიდენტის მიერ გაკეთებიული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ოჯახის წევრის სახლში, სასამართლოს ყოველგვარი დადგენილების გარეშე, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

 

შეგახსენებთ, გოგოჭურის გვარი არაერთხელ ფიგურირებს სკანდალურ საქმეებში. მისმა სახელმა 2013 წელს მომხდარი დაჭრის ფაქტში გაიჟღერა. დაპირისპირება გოგოჭურს და ბაჩო სირაძეს შორის მოხდა (ეს უკანასკნელი პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის შეყვარებული იყო). ამბობენ, რომ წყვილს ურთიერთობა დაეძაბათ, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძე ფეხში დაჭრა. სისხლიანი გარჩევა სოლოლაკში 2013 წლის ბოლო თვეებში მოხდა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა.

 

 

კიდევ ერთი საქმე, რომელშიც გოგოჭურის სახელი ფიგურირებს, 2011 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობაა - შეიარაღებულმა პირებმა

23 წლის ზურა ტარყაშვილს ხალხით სავსე ქუჩაში 11 ჭრილობა მიაყენეს, ახალგაზრდა რუსთაველის გამზირზე დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა.

 

 

 

იხილეთ ვრცლად: