ეს 4 წლის ბიჭუნა ძალიან მარტივად შეიძლება 80 წლის მოხუცში აგერიოთ. ბაიაზიდ ხოსეინი, რომელიც ბანგლადეშის ქალაქ მარუგაში ცხოვრობს, 4 წლის ასაკში მას უკვე სახსრებში ტკივილი აწუხებს, შარდსადენი სისტემა აქვს დარღვული, ჩამოწელილი კანი და უამრავი ნაოჭი...ბიჭს არც ერთი ჯანსაღი კბილი აღარ შერჩა.

 

 

როდესაც მას თანატოლები ხედავენ ისტერიკა ემართებათ. მაგრამ ბიჭს ასეთი უცნაური დაავადების მიუხედავად თავისი ასაკისთვის საკმაოდ მაღალი ინტელექტის დონე აქვს.

 

 

საქმე იმაშია, რომ ბაიაზიდ ხოსეინი პროგერიისგან იტანჯება - დაავადება, რომლისგანაც ადამიანის სხეული დღეების კი არა, საათების მიხედვით ბერდება.

 

 

ბაიაზიდის დედა, 18 წლის ტრიპრი ხათუნი გაოცებულია იმისგან, თუ რა ჭკვიანია მისი შვილი, მაგრამ განიცდის, რომ ის ჯანმრთელი ვერასდროს იქნება...

 

 

 

 

 

 

მოამზადა ელენე გურიელმა