ვანდა ვიტერი, სანამ პენსიაზე გავიდოდა მემანქანედ მუშაობდა. მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ ასაკი ოცნების ახდენაში ხელს ვერ შეუშლიდა და იურისტის დამხმარის პროფესიის დაუფლება გადაწყვიტა. ის უოშინგტონში გაემგზავრა, რათა სამსახური მოეძებნა. თუმცა მანდ სიურპრიზი ელოდა...

 

სპეციალობით სამსახური მან ვერ იშოვა. ძალიან მალე ქალს ფული აღარ დარჩა და სახლის ქირას ვეღარ იხდიდა. მას თავშესაფარში უწევდა ღამის გათენება, ზოგჯერ კი ქუჩაშიც...

 

 

პენისიას მოხუცი კი იღებდა, მაგრამ თანხა საკმაოდ უცნაურად მისდიოდა: 300-დან 900 დოლარამდე მერყეობდა.

 

ვანდა ცდილობდა გაერკვია რაში იყო საქმე, მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას. ამიტომ მან გადაწყვიტა ჩეკები არ გაენაღდებინა, სხვანაირად ის თავის სიმართლეს ვერ დაამტკიცებდა.

 

 

ქალი ჩეკებს სოციალურ სამსახურში პერიოდულად აგზავნიდა, მაგრამ უკან უბრუნდებოდა. წლებთან ერთად სოციალურ სამსახურთან მიმოწერა სამ ჩემოდნამდე გაიზარდა. ვანდა უფრთხილდებოდა ამ დოკუმენტებს და ყველგან თან დაატარებდა.

 

ყველას გარშემო ეგონა, რომ ქალი გიჟი იყო და ჩემოდნების გადაგდებას სთავაზობდნენ. მან უსახლკაროთა თავშესაფარში 16 წელი იცხოვრა!

 

 

ეს იქამდე გრძელდებოდა, სანამ ვანდა თავშესაფარის ერთ-ერთ თანამშრომელს ჯული ტერნერს არ დაუახლოვდა. ზუსტად მან დაუჯერა მოხუცს და ადვოკატის მოძებნაში დაეხმარა, რომელმაც „გიჟის“ დაცვა გადაწყვიტა. მათ სოციალურ სამსახურს საქმე მოუგეს და 99 ათასი დოლარი კომპენსაციის სახით მიიღეს. ადვოკატი თვლის, რომ ეს მთელი თანხა არაა რაც სახელმწიფოს ვანდა ვინტერისთვის უნდა გადაეხადა.

 

 

ქალს ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა. მიღებული თანხით მან სახლი იქირავა და როგორც იქნა თავშესაფრიდან წავიდა.

 

 

 

 

მოამზადა ელენე გურიელმა