ზოგიერთი რუსული წყაროს ცნობით, პოპულარული მომღერალი ვერა ბრეჟნევა ფეხმძიმედაა. თაყვანისმცემლები ახალმა ამბავმა დააინტრიგა და სიახლეებს მოუთმენლად ელიან.

 

 

ცოტა ხნის წინ ვერა საქორწინო ფოტოსესიაში გადაიღეს, ახლა კი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ერთი ფოტო განათავსა. ფოტოზე ნახავთ, ძალიან ნაზ და ლამაზ საქორწინო კაბაში გამოწყობილ ბრეჟნევას. მომღერალი ფოტოს ასე ასათაურებს: “დაე, ყველაფერი ახდეს”.

 

 

მომღერლის თაყვანისმცემლებმა მაშინვე აღნიშნეს, რომ ვერა ფეხმძიმედაა.

 

 

როგორც ცნობილია ვერას პროდიუსერთან ხანგრძლივი რომანი აკავშირებს, ამიტომ გასაკვირი არ ყოფილა, რომ ეს ურთიერთობა ქორწინებითა და ბავშვის გაჩენით დასრულდებოდა.

 

 

შეგახსენებთ ვერა ბრეჟნევას სიტყვებს, რასაც მომღერალი ჟურნალისტებს წარსულში გამოუტყდა, რომ მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა და მასაც ასევე, რამდენიმე ბავშვის გაჩენა სურს.

 

 

ბრეჟნევას უკვე ჰყავს ორი ქალიშვილი, სხვადასხვა ქმრებისგან – 14 წლის სონია და 6 წლის სარა.

 

 

თუ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, თაყვანისმცემლები იმედოვნებენ, რომ მომღერალს ვაჟი შეეძინება.