”ბრანჯელინას” ურთიერთობის კიდევ ერთი მოწმე გამოჩნდა. პირადმა მცველმა, მარკ ბეჰარიმ, რომელიც წყვილთან დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა, დასავლურ ტაბლოიდებს შეატყობინა, რომ ბრედი და ენჯი, ”მისტერ და მისის სმიტები”-ს გადაღებებზე, ერთმანეთს ჩუმად სექსუალური ხასიათის წერილებს უგზავნიდნენ...

 

”ანჯელინა და ბრედი გამუდმებით ეფლირტავებოდნენ ერთმანეთს და იცინოდნენ. ისინი სკოლის მოსწავლეებს ჰგავდნენ, რომლებიც ერთმანეთზე ჭკუას კარგავენ. მე რამდენჯერმე შევნიშნე ისინი განმარტოვებით როგორ საურობდნენ... მოგვიანებით, მათ წერილების გაცვლა დაიწყეს, რომლებიც სექსუალური ხასიათის იყო” - ყვება ბეჰარი.
მარკ ბეჰარი დარწმუნებული იყო, რომ ისინი დაქორწინდებოდნენ და ეს ასეც მოხდა!