ვახტანგ რჩეულიშვილი მეუღლესთან, მაია რჩეულიშვილთან დაკავშირებით მიმართვას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს, გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:

 

 

ვახტანგ რჩეულიშვილი: "არჩევნები როგორც იქნა დამთავრდა.. რას იზამ, რა ხალხიც ვართ, ის ხელისუფლება გვყავს. ასე იყო და ასე იქნება. . ბოლო პროცესზე მოსამართლემ უკანონო წინასწარ პატიმრობაში დატოვა რჩეულიშვილების მთელი ოჯახი (ბიზნესში გაუგონარი ფაქტი!) იმ მოტივით, რომ საზღვარგარეთ გაიქცევიანო (58 წლის ავადმყოფი, გაძარცვული ქალი,რომელსაც მთელი ქონება დაყადაღებული აქვს და პასპორტიც და პირადობის მოწმობაც ჩამორთმეული!). მაია ამ სპექტაკლს, რასაც სასამართლო ჰქვია აღარ უნდა დაესწროს, ციხეში ურჩევნია იყოს , ვინაიდან მისი ნაინფარკტალი გული ასეთ ცინიზმს ვეღარ გადაიტანს. ხელისუფლებამ კი დროა მოიცალოს "ცენტრ-პოინტის" რეალური პრობლემებისათვის და თავი გაანებოს უკვე დამთავრებულ და შესახლებულ ობიექტებს.არჩევნები ხომ მოიგო უკვე. უწინარესად შეჩერებული ობიექტებზე მშენებლობების გასაგრძელებლად დიდი ხნის შეპირებული ნებართვები გასცეს, რათა ინვესტორებმა ბოლოს და ბოლოს დაიწყონ მუშაობა. პარლამენტის ახალ დეპუტატებს კი, ვისაც ამის კომპეტენცია გააჩნია, ვთხოვ ჩაიხედონ ამ საქმეში, ნუ გაიმეორებენ მათი წინამორბედების შეცდომებს და ქართულ ბიზნესს პოლიტიკას ნუ გადააყოლებენ."