ერთ დღეს დამ, მიკაელას სთხოვა, რომ მისი პატარა შვილისთვის მიეხედა. გოგონა სიხარულით დათანხმდა საყვარელ დისშვილთან დარჩენას, თუმცა ის  ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ცოტა ხანში ინტერნეტ ვარსკვლავი გახდებოდა.

 

 

პატარას ეძინებოდა, ამიტომ მიკაელამ ის ლოგინში ჩააწვინა, თვითონ კი  მეორე  ოთახში გავიდა და თავის საქმის კეთება დაიწყო. დროდადრო გოგონა ვიდეო-ძიძის მონიტორს უყურებდა, რათა შეემოწმებინა ბავშვის მდგომარეობა.

 

 

ერთ ერთი რიგითი შეხედვის დროს მიკაელამ   მონიტორზე ისეთი რამ დაინახა რამაც გააოგნა: ბავშვს ლოგინში - თავზე მდგომს ეძინა!

 

 

სანამ გოგონას მიკაელა საწოლში ჩააწვენდა, ჯერ ფოტო გადაუღო. შემდეგ კი სურათი თვითერზე ასეთი წარწერით განათავსა: „არც კი ვიცი რა გავაკეთო: მშობლებს დავურეკო თუ ეგზორცისტი გამოვიძახო".

 

 

 

ამ ჩანაწერმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია: მოკლე ხანში ის 22 000 ადამიანმა გააზიარა!

 

 

 

 

 

მოამზადა ელენე გურიელმა