თმის ზრდის მეთოდი ქიმიის გარეშე.
გრძელი თმა ლამაზმანების ოცნებაა. უნიკალური რეცეპტი თმის გასაზრდელად და მათთვის, ვისაც თმის ცვენა აწუხებს.

 

 

დაგჭირდებათ: 5 ს/კ კონიაკი და შავი პურის ყუა.

 

 

1. კონიაკი წყლის აბაზანაზე შეათბეთ. კონიაკი შეიცავს უამრავ მინერალსა და ანტიოქსიდანტს, რაც დადებითად მოქმედებს თმის ბოლქვზე. ააქტიურებს თმის ზრდას. შემთბარი კონიაკი სისხლის ცირკულაციას
უწყობს ხელს.

 

 

2. შემთბარ კონიაკს დაუმატეთ დაქუცმაცებული შავი პურის ყუა. აცადეთ, რომ კონიაკმა პური დაალბოს. კონიაკისა და პურის სინთეზი "ბე" ვიტამინებით გაამდიდრებს თმას.

 

3. როცა კონიაკში ჩამბალი პური ოთახის ტემპერატურის გახდება, წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 25-45 წუთი. თავზე დაიფარეთ პოლიეთილენის ქუდი.

 

 

4. დროის გასვლის შემდეგ ნიღაბი ჯერ თბილი წყლით, შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ და ჩვეულებრივი წესით, თუნდაც ფენით, გაიშრეთ.

გაიკეთეთ პროცედურა კვირაში სამჯერ და შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.