სტეისი ბოლდვინი 96 კგ-ს იწონიდა. ერთ წელიწადში ის 54 კგ-ზე ჩამოვიდა. როგორ მოხდა ეს? ”მე ვერ ვიტანდი ბოსტნეულს, მაგრამ ვაღმერთებდი ”ფასტ-ფუდს” და შოკოლადს. 8 წლის ასაკში უკვე ძალიან მსუქანი ვიყავი.

 



როდესაც კეთილმა გოგონამ კოლეჯი დაამთავრა, ოცნება აიხდინა და მუშაობა დაიწყო ვეტერინარულ კლინიკაში, მედდად. მას ბევრი მოძრაობა უწევდა, ზრუნავდა ოთხფეხა პაციენტებზე და სწორედ ამ დროს დაფიქრდა სეროზულად წონაში დაკლებაზე.

 



როგორც ხშირად ხდება, მისი მცდელობაც დიეტებით დაიწყო. წონაში დაიკლო, მაგრამ ისევ მოიმატა. ამ უშედეგო მცდელობებში 4 წელი გავიდა. ერთხელაც ის მიხვდა, რომ საიმედო მეთოდი
ყოველთვის მის თვალწინ იყო.

 



”მე ხშირად შემიმუშავებია დიეტა და ფიზიკური დატვირთვა ძაღლებისთვის და კატებისთვის, რომლებიც ჭარბი წონისგან იტანჯებოდნენ. თუ მათი პატრონი ზუსტად იცავდა ჩემს მითითებებს, რეზულტატი შესანიშნავი იყო”.

 



სტეისის აღარ სჯეროდა ტაბლეტების და დიეტების. ის მიხვდა, რომ მეთოდური დატვირთვა და კვების რაციონის შეცვლა იყო საჭირო.
”თუ ეს სწორად მოქმედებს ძაღლებზე, ჩემზეც იმუშავებს”

 



მან შეცვალა რაციონი, ითვლიდა კალორიებს და ბევრს მოძრაობდა. დაიწყო სწრაფი სიარულით, დღეში 10 წთ. ნელ-ნელა მოუმატა დროს და დატვირთვას.
”ჯანსაღი სხეული - ეს ის ბედნიერებაა, რომელიც ყოველთვის მაკლდა”.