სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ჩანს, თუ როგორ სასტიკად „ეხუმრებიან“ შვილიშვილები ბებოს, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა.

 

 

„კვირამ“ ვიდეოს ავტორის ვინაობის დადგენა შეძლო. იგი ნონა ქუთათელაძეა, რომელიც, სავარაუდოდ, ძმასთან ერთად ამ ფორმით „ერთობა“.

 

 

ნონა ქუთათელაძე სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოზე საზოგადოების რეაქციას უცენზურო სიტყვებით გამოეხმაურა, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ: „თქვენ მართლა შ..გ ხოარ გაქვთ!? ჯერ ვინ მოგცათ უფლება ვიდეოს რომ ავრცელებთ?? მერე სად დაინახეთ უპატივცემულობა და ან სად ესვრიან? ბებოს ჩვენ რომ ვუვლით ისე თქვენ ცემდეთ პატივს კარგი იქნებოდა. თქვენ მართლა ხომ არ ანძრ***თ”, – წერს ნონა ქუთათელაძე.
ვოდეო სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა, სადაც ჩანს თუ როგორ დასდევენ შვილიშვილები „კისტის“ თოფით ასაკოვან ბებოს და ესვრიან.