მომღერალი და "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ზურა ხაჩიძე არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

 

ზურა ხაჩიძე: "მთელი გულით და სულით ვულოცავ საქართველოს არჩევნების დასრულებას და ქართულ ოცნებას გამარჯვებას! მიხარია,რომ ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი და უმრავლესობამ დაუჭირა მხარი ქართულ ოცნებას და არა უთხრა 9 წლიანი რეჟიმის ნარჩენებს, რომელიც ნამდვილად არ იმსახურებს ხელისუფლებაში დაბრუნებას. ვფიქრობ და კარგი იქნებოდა თუ საქართველოს პარლამენტში მრავალ პარტიულობა იქნებოდა და მეტ ნიჭიერი და სუფთა ადამიანს ექნებოდა შესაძლებლობა ქართული საქმის კეთების. ბევრი ჩემთვის პატივსაცემი ადამინი ვერ მოხვდა პარლამენტში მაგრამ ცხოვრება გრძელდება და იმედი მაქვს მომავალში ეს ადამიანები დაიკავებენ თავის ადგილს პოლიტიკურ ცხოვრებაში. პატრიოტთა ალიანს ვულოცავ ბარიერის გადალახვას და ბრძოლის შემდეგ ეტაპზე გადასვლას. იმედი მაქვს პატრიოტები თავის სიტყვას იტყვიან ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ რეალობაში და უკომპრომისოდ გააგრძელებენ ხალხის სამსახურში ყოფნას. ბევრი ადამიანი იმსახურებდა ყოფილიყო თავის ქვეყნის სამსახურში, მაგრამ გამარჯვება რჩეულთა ხვედრია. მე აღარ დავიწყებ მოყოლას თუ როგორ ჩატარდა ბორჯომში არჩევნები და რამდენი ფული დაარიგეს სასურველი მიზნის მისახწევად. დადგება დრო და ამ ყველაფერს თქვენ თვითონ დაინახავთ, გაიგებთ. წარმატებები ჩვენს ქვეყანას და ბევრი გამარჯვებები სხვადსხვა სფეროში. ჩვენ სწრაფად უნდა ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და სიყვარულით ვაშენოთ ჩვენი სამშობლო. წარმატებები ბევრ ჩემს მეგობარს რომელიც მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში მე მჯერა თქვენი და იმედი მაქვს მომდევნო 4 წლის მანძილზე, ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებთ ჩვენი ქვეყნისათვის. პატივისცემით.ზ.ხ. ბერლინი. 31.10.2016 წელი"