მუსიკისა და დრამის თეატრის მსხაიობ ნანა ბუთხუზს როლზე “ქიმიის” გარეშე მუშაობა ვერ წარმოუდგენია. ნანას ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი სერიალ “ხელოვნურ სუნთქვაში” ექიმ ნინოს როლია.

 

მსახიობი როლებისა და თორნიკე გოგრიჭიანათან ურთიერთობის შესახებ “სარკეს” ესაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან.

 

“თორნიკე გოგრიჭიანთან ერთად ვთამაშობ სპექტაკლში “ფსკერზე”. ამ სპექტაკლში ჩვენ საყვარლები ვართ, მის მიმართ იმხელა ვნება მაქვს, იმდენად დიდი ქარტეხილები და ომებია ჩვენს გრძნობებში რომ კულისებში ჩემი კოლეგებისთვის ხშირად მითქვამს, კონკრეტულად ამ სპექტაკლის დროს მე ეს კაცი მიყვარს-მეთქი. მასაც აქვს გრძნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში როლი ვერ შედგება.სპექტაკლის დროს მას არ ვუყურებ, როგორც თორნიკე გოგრიჭიანს… სპექტაკლი როგორც კი მთავრდება, ყველაფერი სრულდება. ეს იმას არ ნიშნავს რომ მე და თორნიკეს რომანი გვაქვს, ან რეალურ ცხოვრებაში ვღალატობთ მეუღლეებს.”