თურმე ჩაძირულ მანქანაში ყოფნა - ტრილერის სცენაა, რომელში მონაწილეობას მტერსაც კი არ უსურვებ. ასეთი შემთხვევები იშვიათია, თუმცა ამის ცოდნა ყველა მძღოლისთვის აუცილებელია.

 

 

 

როგორ უნდა მოვიქცეთ უბედური შემთხვევის დროს:




1. როგორც კი მიხვდით, რომ მანქანა წყალში ვარდება, მაშინვე ღვედი მოიხსენით! ეს ხერხი ძვირფასი წამების ეკონომიას გაგიკეთებთ.

 

 


2. კარიდან გამოსვლა შესაძლებლია, სანამ წყალი სავარძლამდე მიაღწევს. თუ ეს უკვე მოხდა, კარი დაიბლოკება.

 

 


3. თუ კარი დაიბლოკა, ფანჯრიდან უნდა გახვიდეთ. არავითარ შემთხვევაში საქარე მინის გატეხვა არ დაიწყოთ: დროს ტყუილად ნუ ხარჯავთ! უსაფრთხოების მიზნით მას ლამინირებული მინისგან ამზარებენ. გვერდითა მინების გატეხვა შესაძლებელია, მაგრამ ამის გაკეთება მუშტით ან ფეხის დარტყმით არ ღირს. უმჯობესია რაიმე ბასრი მოწყობილობით გატეხოთ, მაგალითად მოსახსნელი საკისრის დასამაგრებლით. ფანჯრის ცენტრში დაარტყით. როგორც კი წყლის ნაკადი შემოსვლას დაიწყებს, ღრმად ჩაისუნთქეთ და მანქანიდან თავი დააღწიეთ.

 


4. თუ მინა ვერ გატეხეთ, გადარჩენის იმედი კიდევ არსებობს. შეეცადეთ კარის გაღება, როდესაც სალონი წყლით სრულად დაიფარება: სპეციალისტები ამბობენ, რომ კარის გაღება უფრო ადვილია, როდესაც შიგნიდან და გარედან ერთნაირი წნევაა.

 

 


5. მანქანიდან ამოსვლის შემდეგ გაცურეთ ზემოთ მიმავალი ბუშტების მიმართულებით: ასე უფრო მარტივია ორიენტირება. დაიმახსოვრეთ, მხოლოდ თვითკონტროლი და მოქმედებების სიზუსტე სახიფათო სიტუაციიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ.

 


6. რაც უფრო მეტი პანიკაა, მით ნაკლებია გადარჩენის შანსი.

 

 

 

 

 

მოამზადა ელენე გურიელმა