კანადაში, ნუნავატის პროვინციაში, ზღვის ფსკერიდან უცნაური ხმები ისმის, რაც შიშის ზარს სცემს არა მხოლოდ ადგილობრივ მონადირეებს, არამედ ველური ბუნების წარმომადგენლებსაც, რომლებმაც იქაურობა დატოვეს.

 

ხმები უკვე თვეებია რაც ისმის, რამაც ადგილობრივები იმდენად შეაწუხა, რომ დახმარებისთვის სამხედროებს მიმართეს. საძიებო სამუშაოებმა წყალქვეშ გადაინაცვლა.

 

ხმა ჰეკლა და ფიურის სრუტის ფსკერიდან მოდის. ნუნავატი კანადის უახლესი და უდიდესი, ყველაზე მეჩხრად დასახლებული პროვინციაა, რომელიც ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, გრენლანდიის გვერდით მდებარეობს.

 

ნუნავატის ფართობი 1 750 000 კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა კი 31 000 ადამიანს შეადგენს. აქვე მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მუდმივად დასახლებული პუნქტი, ალერტი.

 

ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით, საკმაოდ გავრცელებულია ნადირობა ისეთ დიდ ძუძუმწოვრებზე, როგორებიცაა ჩრდილოეთის ირემი, ვეშაპი, სელაპი. ნადირობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ადგილი სწორედ ჰეკლა და ფიურის სრუტეა, რადგან ეს ტერიტორია ყინულით არაა დაფარული და იქ ბევრი ცხოველი იყრის თავს.

 

თუმცა, ამ ზაფხულს ყველაფერი შეიცვალა. ადგილობრივთა განცხადებით, ცხოველებმა უეცრად დატოვეს ტერიტორია და სადღაც გაუჩინარდნენ, რაც ზუსტად დაემთხვა ზღვის ფსკერიდან უცნაური ხმების გავრცელებას.

 

ჰეკლა და ფიურის სრუტე როგორც წესი, როდესაც რაიმე ამოუცნობი ხდება, რისი ახსნაც მეცნიერებს არ აქვთ, კარგი შანსი ეძლევათ კონსპირაციონისტებს (შეთქმულების თეორიის მიმდევრები).

 

ზოგიერთი ყველაფერში კომპანია Baffinland Iron Mines Corporation-ს ადანაშაულებს, რომელიც რკინის მადანს კუნძულ ბაფინზე მოიპოვებს.

 

ერთი ნაწილის აზრით დანმაშავე Greenpeace-ია. არსებობს ეჭვები, რომ ამ ორგანიზაციამ სრუტის ფსკერზე ხმოვანი მოწყობილობები შეგნებულად დაამონტაჟა, რათა ცხოველები დაფრთხვნენ და შემცირდეს მათზე ნადირობა. თუმცა, Greenpeace-ი ბრალდებებს უარყოფს.

 

თუკი ეს ხმები მართლაც არსებობს, რაც ჯერჯერობით მკვლევრებს არ დაუდასტურებიათ, ყველაზე სახიფათო ის არის, რაღაც ზიანს აყენებს ველურ ბუნებას.

 

ივნისში, დაბალი ხმები დაფიქსირდა კარიბის ზღვაშიც, თუმცა, მისგან განსხვავებით კანადის შემთხვევა ბუნებრივი წარმოშობის არ უნდა იყოს.

 

როგორც ერთ-ერთი ბოლო კვლევიდან ირკვევა, თევზების გარკვეულ სახეობებს ახასიათებთ დიდ გროვებად შეჯგუფება და ღამით წყლის ზედაპირზე ამოსვლა, რაც ძირითადად მათ შორის მიმდინარე ტერიტორიული დავებისა თუ საკვების მოპოვების დროს ხდება.

 

ზღის ფსკერიდან მომდინარე ხმები იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა თევზებს შორის არსებული კომუნიკაციის ეს სისტემაც დააზიანოს.

 

კანადის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ისინი გამოძიების დაწყებისთვის მზად არიან.

 

„ვფლობთ ინფორმაციას ჰეკლა და ფიურის სრუტის ფსკერიდან მომდინარე უცნაური ხმების შესახებ; კანადის შეიარაღბული ძალები უკვე იღებენ შესაბამის ზომებს, რათა სწრაფად გავერკვეთ სიტუაციაში“, — უთხრა დეპარტამენტის პრესსპიკერმა CBC News-ს.