ცნობილი მომღერლის, ვალერი მელაძის ყოფილი ცოლი, ირინა, რომელმაც შემსრულებელთან 10 წელზე მეტხანს იცხოვრა, საშინელ ოჯახურ ტრაგედიას იხსენებს. ქალმა პირველად აღიარა, რომ წყვილს პირველი ვაჟი დაეღუპა. 

კარიერა თუ ოჯახი? რატომ არ იყო ვალერი მელაძე მძიმე დროს ცოლის გვერდით?

როცა ჩვენი შვილი კვდებოდა ვალერი ჩემს გვერდით არ ყოფილა. მან ტელეფონის ნომერი დატოვა, რომელზეც არავინ პასუხობდა.

ბიჭუნა სამშობიაროში გარდაიცვალა. მხოლოდ 10 დღე იცოცხლა. ეს იმდენად სწრაფად და მისტიურად მოხდა, რომ ამ 10 დღეს მშვიდად დღემდე ვერ ვიხსენებ.

ექიმები ბავშვის გადარჩენას ცდილობდნენ, მე კი ღმერთს დახმარებას ვთხოვდი. სამშობიაროდან სხვა ადამიანი გამოვედი. მხოლოდ ბავშვებზე ფიქრი შემეძლო. ზუსტად 3 თვის შემდეგ კვლავ დავფეხმძიმდი. ალბათ ღმერთმა შემიწყალა, რადგან იმ პერიოდიდან ცრემლების მეტი არაფერი მახსოვს. თითქმის ორი წელი ფეხმძიმე დავდიოდი, იყო უდიდესი სტრესი, უფულობა” – ჰყვება მელაძის ყოფილი ცოლი.

 

ირინა ასევე იხსენებს, რომ ვალერი აქტიურად იყო ჩართული კარიერაში და ოჯახს ცოტა დროს უთმობდა. ცოლის თქმით, როცა ბიჭი დაიბადა, ვალერი მის გვერდით არ იყო, ის სხვა ქალაქში იმყოფებოდა.

“პირველად გადავწყვიტე სამშობლოში მემშობიარა. მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე ნიკოლაევიდან წავედი, სადაც მაშინ მშობლებთან ერთად ვცხოვრობდით. ასე რომ ქმარს დიდად არ ვაწუხებდი – იხსენებს ირინა. ვალერიმ მშობიარობამდე რამდენჯერმე მომინახულა, მშობიარობის წინ კი ლვოვში, ახალი სიმღერის ჩასაწერად წავიდა. დედაჩემი ყოველდღე ცდილობდა დაკავშირებას, რომ მოეყოლა მისთვის რა ხდებოდა მაშინ სამშობიაროში, მაგრამ ტელეფონი დუმდა. ის შვილის გარდაცვალების დღეს მოულოდნელად დაბრუნდა და დაკრძალვაში დაგვეხმარა. რამდენიმე დღეში კი კვლავ საქმეების მოსაგვარებლად წავიდა”.

 

 

 

იხილეთ ვრცლად: