ტიფანი ბერსი დიდხანს ოცნებობდა დედობაზე. მას უკვე ჰყავდა ორი შესანიშნავი შვილი, მაგრამ მეტი სურდა. ოცნებობდა კიდევ ერთ პატარაზე, რომელსაც თავის სიყვარულს გაუნაწილებდა.
სამწუხაროდ, ყველაფერი გეგმის საწინააღმდეგოდ მოხდა. ფეხმძიმობისას ტიფანიმ ექიმებისგან ცუდი ამბები შეიტყო. რთულად გადაიტანა ეს ამბავი და გადაწყვიტა, მსოფლიოსთვის გაეზიარებინა თავისი ისტორია.

 

როდესაც მუცელი მოეშალა, გადაწყვიტა, ბავშვისთვის ფოტო გადაეღო. ბიჭუნასთვის სახელიც კი ჰქონდა შერჩეული - ეზიკიელი. შემდეგ კი ეს ფოტო გამოაქვეყნა.

 

ფიქრობთ, რომ ეს ქალი შეშლილია? მაშინ წაიკითხეთ მინაწერი ფოტოზე:

 

"ეს ჩემი ხელია, მას ჩემი შვილი უჭირავს. ეზიკიელი. ჩემმა სხეულმა
უარყო იგი 2016 წლის 20 იანვარს. მისი გული გაჩერდა, როცა ის 11 კვირის და 2 დღის იყო. ამ მომენტისთვის მას გული ჰქონდა. ცოცხალი იყო!

 

ის უბრალოდ რაღაც ლაქა არ ყოფილა. თქვენი შვილი გაცილებით მეტია, ვიდრე უჯრედების უბრალო ჯგუფი. ის ნამდვილი ადამიანია! დააკვირდით დეტალებს.
მის პაწაწინა თითებს. მე გამიმართლა, რომ მისი დედა ვიყავი".

 

როგორც უკვე მიხვდით, ტიფანიმ ეს ფოტო განათავსა, რათა უამრავ ქალს გადააფიქრებინოს აბორტი. იგი მიიჩნევს, რომ ბავშვის სიცოცხლე ამ ასაკშიც კი საჩუქარია და არ გვაქვს უფლება, მოვუსწრაფოთ მას ეს სიცოცხლე.

 

ისღა დაგვრჩენია, წარმოვიდგინოთ, რამხელა ტკივილის გადატანა მოუწია ტიფანის და როგორ მოიკრიბა ძალები, რათა ეს გზავნილი გაეზიარებინა ჩვენთვის. ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას!