ანსამბლ Rolling Stones-ის სოლისტი, მიკ ჯაგერი 73 წლის ასაკში კვლავ მამა გახდა.

 

 

მომღერალს უკვე ყავს 7 შვილი, რომელთა ასაკი 17-დან 45 წლამდეა.

 

 

მიკ ჯაგერის 29 წლის შეყვარებულიმა, ამერიკელმა ბალერინამ მელანი ჰამრიკმა ხუთშაბათს, ნიუ-იორკში ბიჭი გააჩინა.

 

 

 

როგორც მომღერლის პრესმდივანი აცხადებს, “მშობლები აღფრთოვანებულნი არიან ბავშვის დააბადებით”.

 

 

მიკ ჯაგერი და ჰამრიკი 2014 წელს დაახლოვდნენ. მას შემდეგ, რაც ჯაგერის ყოფილმა პარტნიორმა , რომელთანაც ის 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.

 

 

მიკ ჯაგერს 7 შვილი ჰყავს, რომელთაგან უფროსი 45 წლისაა, ხოლო დღევანდელ დღემდე ყველაზე პატარა – 17 წლის იყო. მიკ ჯაგერს 5 შვილიშვილი ჰყავს, 2014 წელს კი, დიდი ბაბუაც გახდა.

 

 

ჯაგერს შვილები რამდენიმე ქალისგან ყავს- მარიშა ჰანთის, ბიანკა ჯაგერის, ჯერი ჰოლის და ლუჩიანა მორადისგან.