მომღერალი ჯაბა ქარსელაძე საქართველოს პრეზიდენტს და პირველ ლედის პარიზში შეხვდა. საკუთარ შთაბეჭდილებებს ჯაბა ფეისბუქის გვერდზე წერს.

 

 

“მინდა გითხრათ ჩემი მოკრძალებული აზრი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტსა და პირველ ლედიზე! გუშინ მქონდა პატივი შევხვედროდი პარიზში ამ ორ არაჩვეულებრივ ადამიანს და გამეცნო პირადად.
მათზე ძალიან ბევრი კარგი რამ მსმენია, თუმცა ის, რაც ჩემი თვალით ვნახე, ყოველივე მოლოდინს გადააჭარბა! ესეთი თბილი, უშუალო, განათლებული და უპოზიტივესი პრეზიდენტი მემგონი არცერთ ქვეყანას არ ჰყავს და მე ამითი ძალიან ვამაყობ და მინდა რომ თქვენც იამაყოთ ჩვენი პრეზიდენტით!!!

 

ნუ პირველ ლედიზე არაფერს აღარ ვამბობ, იმიტომ რომ დამრჩა შთაბეჭლიდება, რომ უკვე წლებია ვიცნობ და ესეთი სითბო მე ძალიან დიდი ხანია არ მიგრძვნია არცერთი ახალგაცნობილი ადამიანისგან!

 

აქვე მინდა ძალიან დიდი მალდობა გადაუხადო ჩემს ძალიან კარგ, უნიჭიერეს და უმაგრეს მეგობარ ეკატერინე მიშველაძეს ამ ულამაზესი საღამოსათვის და ერთს დავამატებდი რომ პრეზიდენტის მთლიანი გუნდი ძალიან შეკრული და ძლიერია“- წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ჯაბა ქარსელაძე და ფოტოებს აქვეყნებს.