გრიპის მკურნალობა არცთუ ადვილია, საკმაოდ სერიოზული საქმეა. უყურადღებობის შემთხვევაში მას შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დროული და სწორი მკურნალობის დანიშვნა.

 

 

გრიპის ფეხზე გადატანა
ბევრი ადამიანი ფიქროს, რომ გრიპი თავისით გავა. ასეთი ადამიანები რეგულარულად იღებენ სიცხის დამწევ პრეპარატებს და ისე დადიან სამსახურებში.

 

 

გახსოვდეთ, რომ გრიპი ვირუსული დაავადებაა, რომელიც გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. ასე რომ, უყურდღებობის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ვირუსი სხვებსაც გადაედებათ, საგრძნობლად რთულდება თავად გრიპიანი ადამიანის მდგომარეობაც.

 

 

მსუბუქ ფორებში მიმდინარე ვირუსი მართლაც შედარებით სწრაფად იკურნება, თუმცა წოლითი რეჟიმის დაცვა მაინც აუცილებელია.

 

 

ასევე აუცილებელია ვირუსის დროს ექიმთან ვიზიტი, ასე თქვენ დაცული იქნებით ზედმეტი გართულებებისგან. დაზღვეული იქნებით ფილტვების ანთებისგანაც, რომელიც ძალიან ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება ხოლმე.

 

 


გრიპის ანტიბიოტიკებით მკურნალობა დაუშვებელია. ანტიბიოტიკები შექმნილია ბაქტერიების მოსასპობად და არა სურდოს დასამარცხებლად.

 

 

ცხელი სასმელები, ჩაი, კომპოტი და სხვა მართლაც ამსუბუქებს ავადმყოფი ადამიანის მდგომარეობას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სასმელები იქნება თბილი და არა ცხელი.

 

 

მცდარია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გრიპის მკურნალობა ალკოჰოლით ეფექტურია. გაუფრთხიდით ღვიძლს და შეეშვით ალკოჰოლს.

 

 

თუ ავადმყოფს ამცივნებს, თბილად ჩაცმა ბუნებრივია, თუმცა არ გირჩევთ ზედმეტად ჩათბუნებას, ამაზე ეფექტური ოთახის ხშირად განიავებაა. ასევე ძალიან კარგია 3-5 წუთით თბილი შხაპის მიღება, ცხელი აბაზანის მიღებისგან კი თავის შეკავებას გირჩევთ.

 

 

და ბოლოს, რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები, ავადმყოფმაც და კარგად მყოფმაც.