ახალი 2017 წლის დადგომამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა მის შესახვედრად მოემზადოთ!

 

 

როგორ მორთოთ სახლი, რომელი კერძები მოამზადოთ ან როგორი სამოსი შეარჩიოთ, რათა 2017-მა წელმა თქვენს ცხოვრებაში ბედნიერება და სიხარული შემოიტანოს.

 

 

ცეცხლოვანი მამლის წელიწადი ზოდიაქოს ყველა ნიშნისგან განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. თუმცა ნუ შეგეშინდებათ მისი მოჩხუბარი ბუნების. მამალი მხოლოდ მათ მიმართაა დაუნდობელი, ვინც უპატივცემულოდ და უსამართლოდ იქცევა.

 

 

მთელი წლის განმავლობაში მზად იყავით დიდი ცვლილებებისთვის, რადგან მებრძოლი ჩიტი ყოველთვის იმისკენ ისწრაფვის, რომ ამ სამყაროში რაღაც შემოიტანოს. 2017 წელი განსაკუთრებით მდიდარი იქნება ქორწილებით და მამლის ფრთის ქვეშ აღსრულებული ეს კავშირები, ბედნიერი და ხანგრძლივი იქნება. განქორწინებები იშვიათად მოხდება - მამალი მეოჯახე ფრინველია და ოჯახის ღირსებებს არ შელახავს.

 

 

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მამალი მიმტევებელი იქნება ჩამოუყალიბებელი წყვილების მიმართ - 2017 წლის სიმბოლო მათ მიმართ საკმაოდ მკაცრია და წყვილისგან მოითხოვს ხშირად გადახედონ ერთმანეთის ურთიერთობებს, ვიდრე ერთმანეთთან კავშირს დაამყარებენ. დამდეგი წლის პირველი და მეორე დეკადა ამ წამოწყებებს მხარს დაუჭერს.

 

 

მამლის გულის მოსაგებად, 31 დეკემბერს სათანადოდ უნდა შეხვდეთ. გამოთქმა " როგორი განწყობითაც შეხვედბი ახალ წელს, ისე გაატარებ მთელ წელს" ტყუილი არ არის. ეს ნამდვილად მოქმედებს.

 

 

 

ვრცლად იხილეთ ბმულზე