ამბობენ, რომ "ბუნებაში არ არსებობს ცუდი ამინდი" და რომ ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანს, ნებისმიერ ამინდზე შეუძლია "მოარგოს" თავი. თუმცა, როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განისაზღვრება ის, თუ კონკრეტულად რომელ სეზონზე გრძნობთ თავს ყველაზე კარგად, ენერგიულად, მხნედ და ოპტიმიზმით დამუხტულად.

 

 

გაზაფხული – თევზების, სასწორისა და ვერძის ნიშნით დაბადებული ხალხის სეზონია. გაზაფხულზე ამ ადამიანებში იღვიძებს რომანტიკული სული, გრძნობენ ძალების განსაკუთრებულ მოზღვავებას და სურვილი აქვთ სამყარო ვარდისფერ ფერებში წარმოისახონ მხოლოდ.

 

 

ზაფხული – ლომის, ტყუპისა და მერწყულის ნიშნით დაბადებულებისთვისაა საოცნებო ხანა. ამ პერიოდში მათ საშუალება აქვთ საკუთარი დადებითი თვისებები მაქსიმალურად წარმოაჩინონ. აქტიურად ებმებიან სოციალურ ცხოვრებაში და ყველგან შეხვდებით მათ, სადაც საკურორტო "თუხთუხი" და ჟრიამულია.

 

 

შემოდგომა – მორიელის, კირჩხიბისა და თხის რქის სეზონია. ამ ადამიანებს რაც არ უნდა მხიარული ხასიათი გააჩნდეთ სხვების დასანახად, გულის კუთხეში ყოველთვის აქვთ გადამალული ფარული სევდა და მოთხოვნილება, პერიოდულად დარჩნენ მარტო ან რამდენიმე უახლოეს მეგობართან ერთად გაატარონ წვიმიანი საღამო, ჩაის სმასა და მშვიდ, შინაურულ ბაასში.

 

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვისაა ყველაზე საყვარელი პერიოდი. მშვილდოსანს მოახლოებული ახალი წელი აბედნიერებს, კუროს კარგი მიზეზი ეძლევა იმისთვის, რომ თავს ამინდის გამო "საპატიო სიზარმაცის" უფლება მისცეს, ქალწული ბოლოს და ბოლოს იღებს ნანატრ შვებულებას, რომ რომელიმე ალპურ კურორტზე დაკავდეს ჯანმრთელობის გაკაჟების საკითხით.